საბედისწერო სამკაულები: ნივთები, რომლებსაც უბედურება მოაქვთ - როგორ გავწმინდოთ ისინი ნეგატივისგან

საბედისწერო სამკაულები: ნივთები, რომლებსაც უბედურება მოაქვთ - როგორ გავწმინდოთ ისინი ნეგატივისგან

უძველესი დროიდან ადამიანებს სჯეროდათ, რომ ძვირფას ლითონებსა და ქვებს განსაკუთრებული მეხსიერება აქვთ – მათ შეუძლიათ „ჩაიწერონ“ მფლობელის ემოციები, ავადმყოფობები და ბედისწერაც კი. ამიტომ, წინაპრები დიდი სიფრთხილით ეპყრობოდნენ სხვის ნაქონ ნივთებს, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ლამაზ სამკაულთან ერთად, შესაძლოა, სხვისი მწუხარებაც მოგვეზომა.

საიდან მოდის ნეგატივი და რომელი ნივთების ტარებაა კატეგორიულად აკრძალული? განვიხილოთ 5 შემთხვევა, როდესაც სამკაული საფრთხის შემცველია:

1. ნაპოვნი სამკაულები

ქუჩაში ნაპოვნი ნებისმიერი ძვირფასი ნივთი მძიმე ენერგეტიკის მატარებელია. როდესაც ადამიანი მისთვის ძვირფას ნივთს კარგავს, მასზე საკუთარ სასოწარკვეთასა და სინანულს ტოვებს. ეზოთერიკოსების რჩევაა, შეეცადოთ იპოვოთ ნამდვილი პატრონი, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ნივთი გაყიდოთ ან გადაადნოთ. მისი პირდაპირ ტარება რეკომენდებული არ არის.

2. მოპარული ძვირფასეულობა

ხალხური გადმოცემით, ქურდი სხვისი ქონების მითვისებისას თავის თავზე იღებს წინა მფლობელის ყველა ნეგატივსა და სენს. მოპარულ ნივთებს არასდროს მოაქვთ ბედნიერება ახალი მფლობელისთვის და, პირიქით, ცხოვრებისეული წარუმატებლობის მუდმივ წყაროდ იქცევიან.

3. სამკაულები ხელოვნური ქვებით

ენერგეტიკული დისონანსი ჩნდება მაშინ, როდესაც კეთილშობილ ლითონს ხელოვნურად შექმნილ ქვებს უხამებენ. ნატურალური მინერალები ათასწლეულების განმავლობაში ყალიბდება დედამიწის წიაღში და აკუმულირებულ ენერგიას ადამიანს უზიარებს. ხელოვნური ქვები კი, პირიქით, „ენერგეტიკული ვამპირებივით“ მოქმედებენ: ისინი მფლობელისგან ისრუტავენ პოზიტივსა და სასიცოცხლო ძალას.

4. ლომბარდიდან შეძენილი ნივთები

ოქროსა და ვერცხლის ნივთებს ლომბარდში კარგი ცხოვრების გამო არავინ აბარებს. ხშირად იქ ხვდება სამკაულები, რომლებსაც პატრონი ვალების, გაჭირვებისა და გამოუვალი მდგომარეობის გამო შეელია. შესაბამისად, ასეთი ნივთები პირდაპირ არის „დამუხტული“ სიღარიბისა და უიღბლობის ენერგიით.

5. საჩუქარი არაკეთილმოსურნე ადამიანისგან

იმისათვის, რომ ნაჩუქარმა ნივთმა პოზიტივი მოგიტანოთ, ის სუფთა გულით უნდა იყოს მოძღვნილი. თუ სამკაულს გჩუქნით ადამიანი, რომელთანაც ხშირი კონფლიქტი გაქვთ ან რომელიც თქვენს მიმართ შურს გრძნობს, ასეთი ნივთი თქვენს ცხოვრებაში მხოლოდ ნეგატივს შემოიტანს.

როგორ დავიცვათ თავი?

თუ მაინც გიწევთ ძველი ან საეჭვო წარმოშობის სამკაულის ტარება, სპეციალისტები მის ენერგეტიკულ გაწმენდას გვირჩევენ. ამისათვის ყველაზე მარტივი გზა ნივთის გამდინარე წყალში გარეცხვა ან მარილში რამდენიმე დღით დატოვებაა – მარილი ნეგატიური ენერგიის საუკეთესო შთამნთქმელად ითვლება.