საათი - მიჩნეულია, რომ თქვენი უდარდელი და ბედნიერი ცხოვრების შეჩერება შეუძლია. ამიტომ, როგორც კი საათს მოგართმევენ, აუცილებლად დაუბრუნეთ ხურდა ფული.
მაკრატელი - მართალია, იშვიათი საჩუქარია, მაგრამ თუ გაჩუქეს, გადააგდეთ და მჩუქებელის წასვლის შემდეგ სახლიც გაასუფთავეთ. მაკრატილის ჩუქებით, ადამიანს სურს, სამყაროსგან მოგკვეთოთ, შეგიმციროთ სიცოცხლე.
დანა - ასეთი საჩუქარით მჩუქებელი თქვენს დანაშაულში ჩათრევას (შეიძლება გაუთვითცნობიერებლად) ცდილობს. აუცილებლად დაუბრუნეთ ხურდა.
სარკე - განსაკუთრებით საშიშია ძველებური სარკეების ჩუქება. მათზე გაწმენდის რიტუალებიც აღარ მოქმედებს. ის გაცლით სიხარულს, ახალგაზრდობას, სილამაზეს. ასეთი საჩუქარი, უმჯობესია, საერთოდ არ მიიღოთ. ხოლო, თუ მიიღეთ, სასწრაფოდ გათავისუფლდით მისგან.
ქამარი - მჩუქებელს თქვენი ჩაკეტვა, წარმატებების შემცირება სურს. თუ ქამარს ატარებთ, სასწრაფოდ მოიხსენით, ის წარმატების მიღწევაში გიშლით ხელს. თუ მისი გადაგდება გენანებათ, აანთეთ 3 საეკლესიო სანთელი და 12-ჯერ წაიკითხეთ ლოცვა.
ხელთათმანი - ამგვარი საჩუქრით, მჩუქებელს სურს თავისი გავლენის ქვეშ მოგაციოთ. საჩუქრი "გამოისყიდეთ" მონეტით. ან უკეთესია, შინ ეწვიოთ და ნაჩუქარი ხელთათმანი "დაგრჩეთ" მასთან.
საფულე - სანამ გამოართმევთ, მჩუქებელს სთხოვეთ, საფულეში მონეტა ჩაგიდოთ. ცარიელი საფულე ვალებს აგკიდებთ.
ჯვარი - საშიში საჩუქარია და ნუ მიიღეთ, თუ მჩუქებლის კეთილ განზრახვაში დარწმუნებული არ ხართ. თუ მჩუქებელი მდიდარი და წარმატებული ადამიანია, შეიძლება მას აქვს სურვილი თქვენც მისნაირი გახდეთ, მაგრამ თუ წარუმატებელი და პრობლემურია, ჯვრის აღებით მის ბედსაც იზიარებთ. ამ საჩუქრის შემთხვევაში მონეტა ვერ გიშველით. უმჯობესია, ჯვარი გაყიდოთ და მჩუქებელს საჩუქარი მიართვათ, ან აღებული ფული გაჭირვებულ მოხუცებსა და უპატრონო ბავშვებს დაურიგოთ.