სად და რა სიტუაციაში უშვებთ ყველაზე ხშირად შეცდომებს, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

სად და რა სიტუაციაში უშვებთ ყველაზე ხშირად შეცდომებს, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

გამომდინარე სხვადასხვა წვრილმანი თუ მსხვილმანი პრობლემებისკენ არიან მიდრეკილნი. რომლიდანაც სხვამ შესაძლოა მარტივად დაიძვრინოს თავი ან საერთოდ არ გაებას მსგავს ავანტიურაში. ჰოდა, დღეს ზუსტად იმაზე გესაუბრებით, რა სახის "უპრობლემო პრობლემებით" ირთულებენ ცხოვრებას ზოდიაქოს ნიშნები:

ვერძი ყველაზე ხშირად ცხოვრებას სხვებთან უაზრო შეჯიბრით ირთულებს. ის გამუდმებით ცდილობს დაამტკიცოს, რომ "ყველაზე, ყველაზეა"... თუმცა, თავმდაბლობითა და სიჩუმით, უდავოდ მეტს მოიგებდა.

Astrologia

კურო ყველაზე ხშირად ცხოვრებას სიჯიუტითა და სიახლეების მიუღებლობით ირთულებს. ასე იგი ხშირად კარგავს მომგებიან შანსებს წინსვლისთვის.

Astrologia

ტყუპი ცხოვრებას ყველაზე ხშირად დაუდევრობითა და არასტაბილურობით ირთულებს. ასე იგი ბევრი ადამიანის მხრიდან კარგავს ნდობას.

Astrologia

კირჩხიბი ყველაზე ხშირად ცხოვრებას უსაფუძვლო შიშებითა და წუწუნით ირთულებს. თანაც რომ არა და არ დგება ის ავადსახსენებელი "შავი დღე", რომლისაც მას ასე ეშინია?

Astrologia

ლომი ყველაზე ხშირად ცხოვრებას საკუთარ იმიჯსა და ამბიციებზე ზედმეტი ზრუნვით ირთულებს. ასე უფრო სასაცილოდ გამოიყურება სხვების თვალში, უბრალოდ ზურგს უკან დასცინის ბევრი.

Astrologia

ქალწული ყველაზე ხშირად ცხოვრებას ირთულებს (და სხვასაც ურთულებს) გადამეტებული პედანტიზმით და წესრიგის მოთხოვნილებით. იდეალური ამქვეყნად არავინ და არაფერია, ქალწულებო!!!

Astrologia

სასწორი ყველაზე ხშირად ირთულებს ცხოვრებას ყოყმანითა და გადაწყვეტილების მიუღებლობით. ასე იგი არაერთგზის უშვებს ხელიდან ერთობ პერსპექტიულ შანსებს.

Astrologia

მორიელი ცხოვრებას ყველაზე ხშირად შურისმაძიებლობითა და ბოღმის გულით ტარებით ირთულებს. ძვირფასო მორიელებო, წყენის დიდი ხნით დამახსოვრება ონკოლოგიური დაავადებების საწინდარია, ეს არ დაგავიწყდეთ!

Astrologia

მშვილდოსანი ცხოვრებას არარსებული იდეალების დევნით ირთულებს. მათთვის აუცილებელია იმის გააზრება, რომ იდეალურობა სულაც არ ნიშნავს საუკეთესოს.

Astrologia

თხის რქა ცხოვრებას მუდმივად ირთულებს მომავლის შიშითა და პესიმიზმით. ცხოვრება მხოლოდ შავ-თეთრი როდია, თხის რქებო!

Astrologia

მერწყული ცხოვრებას ხშირად ბრძოლის უუნარობით და პასიურობით ირთულებს. საყოველთაო მშვიდობა არ ნიშნავს იმას, რომ მოძალადეს პასუხი არ უნდა მოსთხოვოთ, თუკი ვინმემ დაგამცირათ!

Astrologia

თევზები , ცხოვრებას ილუზიებით ირთულებს. იმაზე ფიქრი, რომ ცხოვრების სირთულეებთან ჭიდილს თავის არიდება და ალკოჰოლის ან ოცნების კოშკებში თავის შეფარება ჯობია, თქვენს ცხოვრებაში დაგროვილ პრობლემებს ნამდვილად ვერ მოაგვარებს, ძვირფასო თევზებო.