რომელზე მსჯელობაც შორს წაგვიყვანს და არც ჩვენი საიტის ფორმატი გახლავთ შესაბამისი ფილოსოფიური საუბრებისთვის განკუთვნილი. თუმცა, თუკი ასტროლოგიურად მოვუძებნით ნებისმიერ მოვლენას ახსნას, უნდა დავფიქრდეთ იმაზეც, რომ იქნებ იქ არ ვეძებთ იმ ერთადერთს და განუმეორებელს ვინც ჩვენი "ჭეშმარიტი მეორე ნახევარია"? ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ მეუღლეები ხშირად საერთო ინტერესების სფეროს გავლენითაც ახერხებენ ხანგრძლივად შეინარჩუნონ ჰარმონია ოჯახში... ამიტომ შესაფერისი პარტნორის მონახვაც ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე შეგიძლიათ სცადოთ... მერწმუნეთ ხშირ შემთხვევაში ეს მართლაც ამართლებს.
ვერძი თუ ხართ ე.ი. მამაცი, უშიშარი და ენერგიული ადამიანებით იხიბლებით. ეძებეთ თქვენი რჩეული სპორტსმენებსა და მოცეკვავეებს შორის, სამხედრო პოლიგონზე, გოლფის მოედანზე ან სულაც მოტო-მოყვარულთა კლუბში.
კურო ს მშვიდი და გაწონაწორებული ხალხი მოეწონება. ამასთან ფინანსურად შემდგარი და არამფლანგველი. საუკეთესო ვარიანტი მეორე ნახევრის მოსაძებნად არის ბანკი, საფინანსო ორგანიზაციები, ასევე კულინარიის კურსები (ცნობილი ფაქტია, კუროები გურმანები არიან ბუნებით) ან პიკნიკი მეგობრებთან ერთად, მწვანე გარემოში კუროს მმართველი პლანეტა ვენერა ერთიორად იღვიძებს. ზემოხსენებული ვენერაა ზუსტად სიყვარულზე პასუხისმგებელიც.
ტყუპი თუ ხართ ცვალებადი, მოუსვენარი და ინტელექტუალურად საინტერესო პარტნიორი გესაჭიროებათ. ეძებეთ იგი ჟურნალისტებს, მწერლებს, ლიტერატურულ კრიტიკოსებს შორის. არანაკლებ მომგებიანია მეორე ნახევარის ძიება ავტომრბოლელთა შორის, იმიტომ რომ ავტომობილები ნებისმიერი ტყუპის სისუსტეა.
კირჩხიბი თუ ხართ ოჯახის, სიმშვიდისა და სიმყუდროვის მოყვარული პარტნიორი გესაჭიროებათ. იგი აუცილებლად უნდა წააგავდეს რაღაცით თქვენს მშობლებს და რაც მთავარია, ამ უკანასკნელთა მოწონება უნდა დაიმსახუროს. ყველაზე ნაცადი გზა მეორე ნახევრის პოვნის სანათესაო წრეში გამართული შეხვედრებია. შესაძლოა, საბედო რომელიმე საგვარეულო დღესასწაულზეც გაიცნოთ.
ლომს გამორჩეული ვიზუალის მქონე, გულუხვი და კეთილი ადამიანები მოსწონს. თანაც ისეთი, ვინც მის წარმატებას და ინდივიდუალიზმს არასოდეს დაჩრდილავს საკუთარი მიღწევებით. ამიტომ კარგი იქნება ბედი თქვენივე თაყვანისმცემლებს შორის გეძებნათ. თუმცა ამ მხრივ ხელოვანი ხალხის გარემოცვა, ღამის კლუბი, საკონცერტო დარბაზი და დისკოთეკაც არანაკლებ გამოგადგებათ.
ქალწული მოწესრიგებულ, ჭკვიან და მზრუნველ პარტნიორს ეძებს. რომელიც ჰიგიენის ნორმებს ზედმიწევნით იცავს, ჯანსაღი კვების საკითხში ერკვევა და იშვიათად ანიავებს ფულს უთავბოლოდ. საუკეთესო ვარიანტია საბედი მეც-პერსონალსა და ფიტნეს-ინსტრუქტორებს შორის ეძებოთ. ამ ხალხში ყველა ზემოხსენებული თვისებაა თავმოყრილი.
სასწორის სისუსტე გარეგნული იმიჯი და მომხიბვლელობაა. ის ეძებს სულით პოეტურ, არაუხეშ და მოსიყვარულე პარტნიორს. საბედოს საძებნელად სასწორს სხვადასხვა ტიპის სახელოვნებო დაწესებულებები დაეხმარება. შესაძლებელია, თქვენთვის მოსაწონი პარტნიორი მოდელი, ფოტოგრაფი ან ფერმწერიც იყოს.
მორიელი ექსტრიმის მოყვარული, ფათერაკის მაძიებელი ინდივიდია. ამიტომ მასსავით თავზეხელაღებული, სულით ძლიერი პარტნიორი ესაჭიროება. ასეთ ხალხს კი ექსტრემალური სპორტის, ავტორბოლის მოყვარულთა შორის ნახავთ. არანაკლებ მომხიბვლელია მორიელისთვის მედიცინის მუშაკები - კერძოდ ქირურგები და ცხელ წერტილში მომუშავე ჟურალისტები. მათი საქმიანობაც ხომ ექსტრიმთანაა უშუალო კავშირში.
მშვილდოსანი ბუნებით მოხეტიალე და მაწანწალაა, უყვარს ბავშვები და ცხოველები. მისთვის იდეალური პარტნიორის პოვნა მოგზაურობის დროსაა ყველაზე ადვილი. არანაკლებ მოეწონება მას ადამიანი, ვინც ვეტერინარიის ან ბავშვთა დაცვის სფეროშია ჩაბმული.
თხის რქას სოლიდური და პროფესიულად შემდგარი პარტნიორი მოსწონს. მისთვის იდეალური კანდიდატურა იქნება სახელმწიფო აპარატში მომუშავე პირი. იურისტი ან ეკონომისტი. შესაძლოა პოლიტიკოსსაც დაადგას თვალი.
მერწყული ექსცენტრიკული, არაპროგნოზირებადი ხალხით იხიბლება. მას შეუძლია შესაფერისი პარტნიორი გამომგონებლებს, მეცნიერებს, ინტერნეტ-კომუნიკაციის სფეროს შორის მომუშავე ადამიანებს შორის იპოვნოს. ხშირად მერწყული ცხოვრების მეგზურად არასტანდარტული აზროვნების და ცხოვრების წესის მქონე ინდივიდებსაც ირჩევს.
თევზები ხელოვანი და სათუთი ფსიქიკის მქონე პარტნიორებით იხიბლება. მისთვის აუცილებელია ემოციური ერთობა მეორე ნახევართან. საუკეთეს მეწყვილე თევზმა ხელოვან ადამიანებში, ფსიქოლოგებსა და სოციოლოგებს შორის უნდა ეძებოს.