სტილის გვესაჭიროება. როგორც აღმოჩნდა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვითაც შეგვიძლია იმის განსაზღვრა სად, როგორ და რა ვითარებაში აჯობებს გავატაროთ შვებულების სეზონი საიმისოდ, რომ სამუშაო რეჟიმს უკან ახალი შემართებითა და კარგად დასვენებული დავუბრუნდეთ:
ვერძმა შვებულება მეგობრებთან ერთად უნდა გაატაროს რომელიმე მთის კურორტზე, სადაც აქტიური დასვენებისთვის ყველა პირობაა შექმნილი. ლაშქრობა, ხეტიალი, ბევრი ფეხით სიარული საუკეთესოა მისთვის.
კურომ საშვებულებო პერიოდში სასურველია ისეთი ადგილისკენ აიღოს გეზი, სადაც მდინარე მოედინება. თევზაობა, ჩიტების ჭიკჭიკი, საკუთარი ხელით მომზადებული გემრიელი ვახშამი საუკეთესო გზაა მათთვის განსატვირთად.
ტყუპს რომელიმე ტროპიკულ კურორტს ურჩევენ ასტროლოგები. სასურველია თუ კლუბური საღამოებითა და ინტელექტუალური ღამის საუბრებითაც გაირთობთ თავს, ახალშეძენილ კურორტის მეგობრებთან ერთად.
კირჩხიბისთვის უმთავრესი რომანტიკაა ოჯახის წევრებთან ერთად, მდინარისპირა ან მთიანი მხარე. მყუდრო ხის კოტეჯი, სოკოს შესაგროვებლად პატარებთან ერთად სიარული, პიკნიკები.
ლომისთვის იდეალური შვებულება ფეშენებელურ ზღვისპირა კურორტზე სტუმრობა იქნება. სასურველია აქ იგი მარტო გაემგზავროს და თავს ნამდვილი მეფის ან დედოფლის ამპლუით დატკბობის უფლება ბოლომდე მისცეს.
ქალწულს რომელიმე გამაჯანსაღებელ კურორტს ურჩევენ ასტროლოგები. სასურველია ისეთი ადგილი მონახოთ, სადაც გართობასთან ერთად, შესაძლებელია სპა, საუნა, ჰიდრო-მასაჟი და სხვა ტიპის სარელაქსაციო პროცედურებიც ჩაიტაროთ. და რაც მთავარია, იქ მენიუ ჯანსაღი საკვებით უნდა იყოს სავსე.
სასწორისთვის საუკეთესო დასვენება იქნება ისეთ ადგილზე წასვლა, სადაც ხელოვნების ნიმუშებისა და უძველესი არქიტექტურული ძეგლების მონახულების საშუალებაც მიეცემა მას. სასურველია ეს იყოს რომელიმე ფრანგული ქალაქი, უგემრიელესი ტკბილეულითა და რომანტიკული ატმოსფეროთი.
მორიელს აქტიური დასვენებისკენ მიუწევს გული და როგორც წესი მისთვის, ექსტრიმი ყველაზე კარგი განტვირთვის წყაროა. ამიტომ ასტროლოგები მორიელს ურჩევენ გაემგზავროს ისეთ ადგილას, სადაც იგი დაივინგით ან ალპინიზმით დაკავდება.
მშვილდოსანს ყოველთვის გააჩნია ხეტიალისა და თავგადასავლების განწყობა. შესაბამისად, მისთვის მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეიძლება მოგზაურობა. თუმცა ყველაზე კარგი მაინც ისეთი ადგილი იქნება, სადაც იგი ცხენით იჯირითებს და მრავალრიცხოვან პიკნიკებს მოაწყობს სამეგობროსთვის.
თხის რქა სიამოვნებით გაატარებს შვებულებას, რომელიმე უძველეს ქალაქში, სადაც ბევრი არქიტექტურის ნიმუშებია. მას ძალიან მოეწონება მოგზაურობასთან ერთად, რაიმე შემეცნებითი ხასიათის ტრენინგი ან მასტერკლასი სახელოვნებო თემაზე.
მერწყულს მეგობრებთა ერთად ურჩევნია დასვენება. მას შეუძლია არა ერთი, არამედ რამდენიმე ქვეყანა ან ქალაქი შეიტანოს საშვებულებო გეგმაში, რომელსაც იგი სამეგობროსთან ერთად ეწვევა. სასურველია ამ ქვეყნების სიაში იყოს სინგაპური და ჩინეთი.
თევზები ბუნებით რომანტიკოსები არიან, ამიტომ მათთვის საუკეთესო დასვენება ისეთ ქალაქებშია შესაძლებელი რომელიც ერთმნიშვნელოვნად ატარებს პოეტურ და რომანტიკულ სულს. მაგალითად პარიზი, სტამბოლი, ვენეცია... იგი სიამოვნებით მოკალათდება ყველა ძველი სასტუმროს აივანზე, წიგნის წასაკითხად და ჭიქა არომატული ჩაის დასალევად.