სად, როგორ და რა ვითარებაში უნდა შევხვდეთ დამდეგ ახალ წელს

სად, როგორ და რა ვითარებაში უნდა შევხვდეთ  დამდეგ ახალ წელს

ძალზე საინტერესო გეგმას სთავაზობენ მათ, ვისაც სურვილი აქვს ცხენის წელში მაქსიმალური იღბალი და წინსვლა დააბედოს, როგორც საკუთარ თავს ისე საკუთარ ოჯახს.

პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ წინსაახალწლო დღეებში, აუცილებლად შევაკეთოთ ოჯახში გაფუჭებული ონკანი ან სანტექნიკა . იცოდეთ, გამდინარე წყალთან ერთად, თქვენი სახლიდან ბარაქა და იღბალიც მიედინება.

Astrologia

გამომდინარე იქედან, რომ დამდეგი წლის სიმბოლო ცხენი გახლავთ, ის კი თავის მხრივ ყოველგვარი სახის ინტელექტუალურ-შემოქმედებით აქტივობას მიესალმება, სასურველია წინასაახალხწლოდ თეატრი, საგამოფენო დარბაზი ან კონსერვატორია მოინახულოთ. ანდა უბრალოდ სამეგობროსთან ერთად მოაწყოთ ე.წ „ინტელექტუალური საღამო“ თავის ჩაის სმითა და ფილოსოფიური საუბრებით.

რაც შეეხება უშუალოდ ახალი წლის ღამეს, სასურველია იგი ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ. თუმცაღა საახალწლო სუფრასთან თქვენი ოჯახისთვის მისაღები და ახლობელი ადამიანებიც შეგიძლიათ მოიწვიოთ, ან ისინი ვისაც წლის მანძილზე დაუახლოვდით და მათი სახით ბევრი პოზტივი შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში.

რაც შეეხება საახალწლო ინტერიერს და სადღესასწაულო ანტურაჟს . ცხენის წელთან შესახვედრად სასურველია სასტუმრო ოთახში ხის პატარ-პატარა სტატუეტები ან სუვენირები განათავსოთ , რამდენადაც მომავალი წელი ხის ცხენის წელიწადადაა მიჩნეული, ამგვარი მასალისგან შექმნილი ავგაროზები ოჯახში ბარაქის და წარმატების შემოდინებას შეუწყობს ხელს.

აუცილებელი ატრიბუტი საახალწლოდ - უშუალოდ შემოსასვლელ კარზე ჩამოკიდებული ნალის ფორმის საახალწლო მოსართავია. ნალი საყოველთაოდ აღიარებულია როგორც ბარაქის მომტანი სიმბოლო.

Astrologia

ასტროლოგები საახალწლო სუფრაზე საიმისოდ, რომ ცხენის კეთილგანწყობა მოვიპოვოთ, იმპროვიზებული „კერძის“ - შვრიის ფანტელისა და რამოდენიმე ნატეხი შაქრის კომბინაციის განთავსებასაც გვირჩევენ . ასე თქვენს ოჯახს ხვავრიელ და სტაბილურ წელიწადს დააბედებთ.

ზოგადად კი სადღესასწაულო მაგადაზე სხვადასხვა სახის მწვანილი, სალათეულობა და ხილი უნდა სჭარბობდეს . რაც შეეხება ხორცს, იგი სასურველია შედარებით მცირე ოდენობით იყოს წარმოდგენილი 2014 წლის შესახვედრად გაწყობილ სუფაზე.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?