გადავყაროთ: ყველა თქვენი მოპოვებული ჯილდო იმს ფეროში, რომლითაც აღარ ხართ გატაცებული. ის გაიძულებთ წარსულით იცხოვროთ და აწმყოზე კონცენტრაციაში გიშლით ხელს.
შეინახეთ: მხოლოდ რამდენიმე ნივთი ან სურათი თქვენი პირველი ცხოვრებისეული გამარჯვებიდან, დადეთ თვალსაჩინო ადგილას.
კურო
გადაყარეთ: დისკების კოლექცია და ფუმფულა სათამაშოები, რომელსაც ყოველდღიურობაში არ იყენებთ და შესაძლოა ზედაც არც უყურებთ, მოსაშორებელია!
შეინახეთ: სამკაულები და ძველი თმისამაგრები, რომლებიც თაობიდან თაობებს გადაეცემა.
ტყუპი
გადაყარეთ: ვიდეოთამაშები, რომლებიც 1992 წლიდან შენახული გაქვთ. ტყუპი ზოდიაქოს ის ნიშანია, რომელიც ყოველთვის მზად არის გამოიყენოს ნივთი ბოლო ათწლეულიდან, ხშირად ეს მათი ცხოვრებას აბრკოლებს.
შეინახეთ: ჟურნალები, წიგნები, ენციკლოპედიები.
კირჩხიბი
გადაყარეთ: ყოფილი პარტნიორისგაან ნაჩუქარი სუვენირები, წაშალეთ მასთან ერთად გადაღებული ფოტოები .ნუ ინახავთ იმ ნივთბს, რომლებსაც ტკივილი მოაქვს.
ლომი
გადაყარეთ: ბილეთები და აფიშები იმ დროიდან, როცა მონაწილეობას იღებდით ფილმებში ან კონცერტებში.
შეინახეთ:
ბოლო დროის ჩანაწერები, დღიურები.
ქალწული
გადაყარეთ: ძველი ექსკიზები, გეგმები და ცხრილები, როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს მათთან განშორება.
შეინახეთ: სარეკლამო ბუკლეტები, შესაძლოა ყველაზე არასაჭირო დროსაც კი დაგჭირდეთ და წარმოუდგენელი წარმატება მოგიტანოთ.
სასწორი
გადაყარეთ: რესპექტაბელურ სასწორს სჭირდება ახალი გარდერობი, თუ თქვენ ბოლო 6 თვის არ ჩაგიცვამთ ესა თუ ის ტანსაცმელი, ესე იგი ის არ გჭირდებათ.
შეინახეთ: მხოლოდ და მხოლოდ ზღაპრული ტყავის ქურთუკი, რომელიც მეგობართან ერთად შეიძინეთ და ძვირფასი ქავა, რომელსაც არასდროს არ უნდა დაშორდეთ.
შეინახეთ: ბავშვობის ოცნებები, რომელიც ერთად იქნება თავმოყრილი. ეს საუკეთესო საშუალებაა შეგახსენოთ თუ როგორ გაიუმჯობესოთ ცხოვრება და გახდეთ უფრო ლაღი და ბედნიერი.
მშვილდოსანი
გადაყარეთ: საფერფლე და სხვადასხვა ქვეყნების აქსესუარები.
შეინახეთ: გადახარისხებული ფოტოალბომი.
შეინახეთ: პირველი მოგზაურობის სურათი, დაივიწყეთ ყველა ძველი ცუდი მოგონება, დაივიწყეთ ყველა ძველი ქაღალდი და იზეიმეთ ახალი წარმატებებით.
გადაყარეთ: სქემები და არარეალიზებული იდეების გეგმები. ახლა საუკეთესო დროა მერწყულის განსავითარებლად, თუ დამაზიანებელ ფიქრებს არ დაასამარებთ, განვითარების შესაძლებლობას მინიმუმ 5 წლით დაკარგავთ.
თევზები
გადაყარეთ: გამხმარი საღებავები, გაფუჭებული ფუნჯები. ისინი მხოლოდ დამთრგუნველ ნოსტალგიას გიღვიძებთ.
შეინახეთ: მუსიკა რომელიც მეგობარს მიუძღვენით, შექმენით კუთხე,რომელსაც ახალი შემოქმედებით აავსებთ.
სტატია მოამზადა თამარ ბოკუჩავამ.