გარკვეული მოლოდინი და სიმბოლური იმედი მაინც იმისა, რომ ახალი წლიდან ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება და რომ ყველა სახის პრობლემა და დარდი, ძველ წელთან ერთად გაჰყვება წარსულს. თუმცა, საიმისოდ, რომ ჩვენს ცხოვრებაში სიმშვიდემ და ჭეშმარიტად სტაბილურმა სიტუაციამ დაისადგუროს, აუცილებელია პირველ რიგში საკუთარი, შინაგანი სამყარო დავალაგოთ "გენერალურად". ბევრი ვაპატიოთ, სიკეთე ვაკეთოთ, ნაკლებად განვიკითხოთ სხვები და ანგარებით არასოდეს ჩავიდინოთ კარგი საქციელი. სამყარო ზუსტად იმის ანარეკლია რაც ვართ ჩვენ შინაგანად. ეს კარგად უნდა გვახსოვდეს. თუმცა საიმისოდ, რომ ახალ წელს ხვავი და ბარაქა მოეზიდათ ოჯახში სხვადასხვა ხალხში არსებობდა უძველესი და ნაცადი ტრადიციები. დღეს ჩვენ მათ შორის სამ, ყველაზე აპრობირებულ ტრადიციას შემოგთავაზებთ.
1. ნაძვის ხე ტკბილეულით მორთეთ - ძალიან ბევრ ქვეყანაში სწამდათ და დღემდე სწამთ, რომ ნაძვის ხის მორთვა სათამაშოებთან ერთად კანფეტებით, სამომავლოდ უპრობლემო წელიწადს ჰპირდება ოჯახს. ახალი წლის შემდეგ ეს კანფეტები აუცილებლად უნდა დაურიგოთ ბავშვებს, ხოლო ერთი მათგანი თავად ნაძვის ხის მომრთველმა და ამწყობმა უნდა მიირთვას. ეს მის ცხოვრებაში წარმატების და ბედნიერების საწინდარია.
2. ოთახის მცენარეებს ქოთანში ცოტაოდენი ბრინჯი ჩაუმატეთ. თუკი მცენარე წლის მანძილზე ბევრჯერ გამოიღებს ყვავილს ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენს სახლს დამდეგ წელიწადს ხვავი და ბარაქა არ მოაკლდება.
3. ახალ წლამდე ერთი კვირით ადრე შეიძინეთ ახალი სამზარეულოს ცოცხი , დადეთ იგი სახლის რომელიმე კუთხეში ტარით ზემოთ და რაიმე, მკვეთრი ტონალობის ბაფთით მორთეთ. ფერის შერჩევა იმის მიხედვით შეგიძლიათ თუ კონკრეტულად რა სახის სურვილი გაქვთ დამდეგი ახალი წლისთვის. ასე მაგალითად, თუკი ლურჯ ბაფთას გამოაბამთ ცოცხს ახალ სამსახურს მიიღებთ, წითელი თქვენთან ფულს და ბარაქას მოიტანს, თეთრი ვალების დაბრუნებას დააჩქარებს. თებერვალში ბაფთა ფრთხილად მოხსენით ცოცხს და გამოსაჩენ ადგილას შეინახეთ მთელი წლის მანძილზე. შეგიძლიათ იგი სამზარეულოს ატრიბუტად (მაგ. ჩაის ტილოდ) გამოიყენოთ.