განსხვავებული სახასიათო მახასიათებლები გააჩნიათ. ასტროლოგები თანხმდებიან იმაზე, რომ არსებობს ქალების განსაკუთრებული კატეგორია - ანუ ისინი ვისთანაც მამაკაცი თავს განსაკუთრებით კომფორტულად და მშვიდად გრძნობს. კარგი ცოლის სტატუსზე ასტროლოგები ერთხმად თანხმდებიან, რომ ოქროს პალმის რტოს მფლობელი ჭეშმარიტად არის ქალი კირჩხიბი. თუ რატომ, ამის სამი მთავარი მიზეზი არსებობ...
1. ის მზრუნველია
- კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ქალს, პლანეტა მმართველის მთვარის გავლენით განსაკუთრებული დოზით აქვს ხასიათში გამოვლენილი დედობრივი თვისებები. ამიტომ საყვარელ მამაკაცსაც იგი ისე უვლის და ეფოფინება, როგორც დედისერთა შვილს. ამგვარი ზრუნვა კი რომელ კაცს არ დააკმაყოფილებს?
2. ის ეკონომიურია - შეიძლება ითქვას, ქალი კირჩხიბი ცოლის როლში ეკონომიური კუთხით მამაკაცისთვის ნამდვილი შენაძენია. ეს ქალი არასოდეს გაანიავებს მეუღლის ბიუჯეტს სისულელეებში. უფრო მეტიც, იქით დაეხმარება ქმარს კაპიტალის დაგროვებასა და გამომუშავებაში.
3. ის ჩინებული კულინარია - მოსაზრება, რომლის მიხედვითაც მამაკაცის გულისკენ მიმავალი გზა კუჭზე გადის დიახაც, რომ ჭეშმარიტებას შეესაბამება. კირჩხიბი ქალი, კი ამ მხრივ მართლაც რომ ჩემპიონია. ნებისმიერ ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ სუსტი სქესის წარმომადგენელს გააჩნია გასაოცარი კულინარიული ნიჭი. ამასთანავე, ქალი კირჩხიბი გიჟდება სამზარეულოზე. მოკლედ, ჭეშმარიტი ქალია ამ მხრივ.