ადამიანი სხვადასხვაგვარად ავლენს თავს. ამიტომ ოჯახური ურთიერთობები იმაზეა დამოკიდებული, რომელი ნიშნითაა დაბადებული ოჯახის "დედაბოძი" - ქალი. დღეს იმაზე გიამბობთ რატომ უნდა იქორწინოს მამაკაცმა ლომის ნიშნით დაბადებულ ქალზე და რა პლუსები ახასიათებს ლომის ქმრობას.
1. ის დედოფალია - ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალი ყოველთვის უვლის თავს და მუდამ ფორმაშია, მაშინაც კი უბრალოდ კუთხის მაღაზიაში ჩავიდა პურის საყიდლად. მამაკაცს შეუძლია ამ ქალის სილამაზითა და დახვეწილობით ნებისმიერ დროს მოიწონოს თავი. ხალათიანი, თავზე შალწაკრული და ბიგუდებიან ლომი ქალი ბუნებაში იშვიათად მოიძებნება. ის ყოველთვის წვეულებაზე წასასვლელად გამზადებულივით გამოიყურება.
2. ის ერთგულია - ლომი გულით იმართება ამიტომ ეს ადამიანი საოცრად გულიანი და ერთგულია როგორც ცოლი. ლომს მთელი გულით სიყვარული ახასიათებს. საყვარელ მამაკაცს თავს ბოლომდე უძღვნის; თუმცა, იმავეს მოელის მისგან თავადაც და ვაი თქვენი ბრალი, თუ ამ ქალის მოლოდინს ვერ გაამართლებთ!
3. ის ძლიერია - დიახ, ლომი დიდსულოვნებასა და სიკეთესთან ერთად ისეთ თვისებებსაც ფლობს როგორიცაა: ამტანობა, ძლიერი ხასიათი და საოცარი ნებისყოფა. ეს ის ქალია, რომელიც არასოდეს დაეცემა მამაკაცთან ურთიერთობისას ბანალურ ჭორაობამდე და არასოდეს, არასოდეს შეაცოდებს ამ უკანასკნელს თავს.