ღმერთი მითოლოგიაში - მისი ანალოგია ჰერმესი, რომელსაც ღმერთების ფეხფრთიან მალემსრბოლს უწოდებდნენ ძველად. თუკი ტყუპის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს დააკვირდებით, მათ ხასიათში ზუსტად იმავე თვისებებს აღმოაჩენთ - უყვართ ლაპარაკი, მოსწონთ ინფორმაციის გავრცელება და ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირება. ტყუპი შუამავლობის დიდოსტატია. შესაბამისად, მასზე უკეთ არავის ეხერხება დაძბული ურთიერთობების განეიტრალება ორს შორის - იგი ხშირად გვევლინება მედიატორის როლში, თუმცა, იგივე წარმატებით შეუძლია შუღლის ჩამომგდებიც იყოს ამა თუ იმ სიტუაციაში.
1. მასთან ურთიერთობა მარტივია - ტყუპი უშუალო და ღია ადამაინები არიან. ადვილად შემოდიან კონტაქტში, ყვებიან ყველაფერს და ყველაფერზე, არის საჭირო თუ არა. იშვიათად იტოვებენ გულში ბრაზს და ბოღმას. ყოველთვის შეუძლიათ სიტუაციის ერთბაშად რამდენიმეწახნაგოვანი ანალიზი შემოგთავაზონ და მუდმივად აქვთ უნარი, რომ ნებისმიერ სირთულეში დაინახონ პოზიტიური მხარეც. ისინი იშვიათად გთრგუნავენ წუწუნით და საკუთარი პრობლემებით, თუნდაც რეალურად კრიზისულ სიტუაციას გადიოდნენ ცხოვრებაში. უარს არასოდეს ამბობენ გართობაზე და სიამოვნებით გაგიწევენ კომპანიას მხიარული საღამოს გასატარებლად.
2. ის მსუბუქად ეკიდება ცხოვრებისეულ სირთულეებს - ალბათ თუ ყველა არა ბევრი ტყუპის დევიზია "დაიკიდე, მოგეშვება". ეს ადამიანები აწმყოში ცხოვრობენ, უამრავი ინტერესი და გასართობი გააჩნიათ და თავს იშვიათად იღლიან წარულზე სინანულით ან მომავალზე დარდით. იმავეს სწავლება შეუძლია მას თქვენთვის. მასთან ხშირი ურთიერთობისას თქვენც მასსავით თავქარიანი შეიძლება გახდეთ. ეს კი ძალიან კარგია დოზირებულად - ცნობილი ფაქტია, რომ ცხოვრება იმ დონეზე რთულია, რამდენადაც ჩვენ აღვიქვამთ მას.
3. არასოდეს გაბეზრებთ თავს - ტყუპი იმ უნიკალურ ადამიანებს განეკუთვნებიან, ვისაც არ ახასიათებს ზედმეტი ემოციური მიჯაჭვულობა ვინმეს მიმართ. ამიტომ შესაძლოა იმეგობროთ მასთან, მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ მთელი ორი კვირა ან თუნდაც ორი თვე მოუცლელობის გამო ვერ ნახეთ, მას არ ექნება პრეტენზია იმაზე, რომ თქვენ მისი არსებობა დაგავიწყდათ. ოღონდ იმავეს მოელის თქვენგანაც. ტყუპს უყვარს მსუბუქი, არაფრით დავალდებული ურთიერთობები. ეცადეთ, ეს წესი ყოველთვის გაითვალისწინოთ, თუ გსურთ, რომ გვერდით მხიარული, ლაქლაქლა, მრავალმხრივი, ნიჭიერი, ერუდირებული და პოზიტიური მეგობარი გყავდეთ ხანგრძლივი დროის მანძილზე.