სამი ყველაზე თავდაჯერებული ზოდიაქოს ნიშანი

სამი ყველაზე თავდაჯერებული ზოდიაქოს ნიშანი

ალბათ დამეთანხმებით, რომ ყველას როდი გააჩნია ამქვეყნად თავდაჯერებულობა და ამის მეშვეობით სხვების დარწმუნებისა და ფსიქოლოგიური ზემოქმედების ნიჭი. როგორც ცნობილი მწვრთნელი ფილიპ ზიმბარდო განმარტავს - "სხვებზე ძალაუფლება, არ ნიშნავს ფულის, ფიზიკური ძალის ან სხვა პრეროგატივების ფლობას. ეს მარტოოდენ ძლიერი თვითრწმენისა და თავდაჯერებულობის შედეგია".

ასტროლოგები თვლიან, რომ არსებობს სამი ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც სხვებით მანიპულირების ნიჭითაა დაჯილდოებული დაბადებიდან. აქედან გამომდინარე მათ როგორც წესი, არც არასოდეს უჭირთ სოციუმის სათავისოდ განწყობა.

  • ლომი - ეს ადამიანები ლიდერობისთვის იბადებიან. მათ უმრავლესობას ბავშვობის ასაკიდან სჯერა საკუთარი უნიკალურობის, შესაბამისად, კარგად ახერხებს სხვების დარწმუნებას თავის უპირატესობაში. ლომები ნიჭიერი, დიდსულოვანი და ამაყი ხალხია. მათთვის საკუთარი იმიჯი საზოგადოებაში გამუდმებული ზრუნვისა და ფიქრის საგანია. ისინი ხშირად თავიანთ პირად გრძნობებსაც კი დებენ სასწორზე, თუ საქმე საზოგადო იმიჯის შელახვის რისკს შეეხება. ლომებს უყვართ სხვებისთვის ჭკუის სწავლება, ამიტომ ხშირად ირჩევენ ფსიქოლოგის და პოლიტიკოსის პროფესიას.
  • მორიელი - ერთ-ერთი უძლიერესი ინტუიციური შესაძლებლობებით დაჯილდოებული ნიშანია, ზოდიაქოს სხვა ნიშნებს შორის. მორიელს კარგი ინტუიციის გარდა, კოსმოსმა სიფრთხილე, წინდახედულება, კარგი ადაპტაციის ნიჭი და გამჭრიახობაც უბოძა. ამასთან ერთად, ამ ხალხს იშვიათად ეშლება სხვა ადამიანების ცნობა და ყოველთვის უშეცდომოდ გრძნობენ, ვისგან რას უნდა ელოდონ. მორიელი კულისებსმიღმა მოთამაშეა, იგი შესანიშნავად ფლობს "ცივი ომის" ხელოვნებას, ამიტომ საკმაოდ კარგად ახერხებს სხვები შეუმჩნევლად მართოს.
  • მერწყული - ალტრუისტი, ჰუმანური და კაცთმოყვარე ნიშანია. მას აქვს განსაკუთრებული ნიჭი - შეუძლია დაინახოს მომავალი. ამიტომ იგი ხშირად უშეცდომოდ ხვდება სხვების საქციელის განვითარების მოტივებს. თუმცა იშვიათადაა მტრულად განწყობილი ვინმეს მიმართ. მერწყულს აქვს უნარი, ნებისმიერთან დაიჭიროს თავი ისე, როგორც თანასწორთან. ამიტომ იგი ფსიქოლოგიურ უნარებთან ერთად, გარშემო მყოფებზე ძალაუფლებას ზუსტად ამ ჰუმანური და ლოიალური დამოკიდებულებით იძენს.