ზოგიერთზე აღზრდა და გარემო ტოვებს წარუშლელს კვალს, ზოგი კი თავისთავად იბადება საკმაოდ რთული ხასიათის ინდივიდად. ასტროლოგები თვლიან, რომ არსებობს კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ხალხის კატეგორია, რომელიც მიდრეკილია რბილად რომ ვთქვათ მუდმივად ეძებოს "ფათერაკები" და საკუთარი ხელით დაინგრიოს ცხოვრება. თუმცა, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ჩვენ მიერ ჩამოთვლილ ნიშნებს შორის მარტოოდენ უიღბლო ხალხი იბადება. ყველაფერი პიროვნული განვითარების დონეზე გახლავთ დამოკიდებული და თუკი თქვენ რეალურად გსურთ რომ იყოთ წარმატებული, მერწმუნეთ, განურჩევლად ზოდიაქოს ნიშნისა აუცილებლად იქნებით...
ვერძი - ფათერაკების მაძიებელი და დაუღალავი მებრძოლია. ზოგჯერ იბრძვის იქაც, სადაც სიმშვიდე უფრო მომგებიანი იქნებოდა. ვერძი იმპულსურია, ჯერ აკეთებს მერე ფიქრობს და არასოდეს! არასოდეს ნანობს. მით უმეტეს, არასოდეს სწავლობს შეცდომებზე და როგორც წესი, გამუდმებით ერთი და იმავე ორმოში ვარდება ხოლმე.
მორიელი - ვერძისგან განსხვავებით გააზრებულად ეძებს ხოლმე სირთულეებს და პრობლემებს ცხოვრებაში. მორიელებს უყვართ ტანჯვა, თუმცა ხშირად ამას ვერც კი აცნობიერებენ. გარდა ამისა, მათ მოსწონთ როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების წამება. აქედან გამომდინარე, გამუდმებით პოულობენ სიტუაციებს, სადაც ან მსხვერპლის როლში არიან ან ჯალათის.
თევზები - ემოციური ბუნების და გადამეტებული სენსიტიურობის გამო, ძალზე ხშირად ვარდება დაქვემდებარებულ მდგომარეობაში. გარდა ამისა, მასზე გავლენა აქვს ალკოჰოლს და ნარკოტიკებს. ეს კი იმის ბრალია, რომ თევზების დიდ ნაწილს უჭირს თვალი გაუსწოროს რეალობას და ურჩევნია, საკუთარი პრობლემები სხვას გადააბაროს.