და მოლოდინით ემზადებიან. თუმცა, არსებობს უამრავი, როგორც ეროვნული, ისე მსოფლიოში გავრცელებული ცრურწმენა, რომელსაც ხალხი ქორწინებასთან დაკავშირებით ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში მაისის თვის აკრძალვებზე ნაკლებად გვექნება საუბარი, ამ მხრივ მოსახლეობა ისედაც საკმაოდაა ინფორმირებული. მინდა მსოფლიოში არსებული საინტერესო ცრურწმენები გაგაცნოთ.
მიჩნეულია, რომ ქორწილის თარიღის გარდა იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს თუ წელიწადის რომელ დროს იმართება იგი. თუკი ქორწილს ზამთრის პერიოდში გეგმავთ, უნდა შეეგუოთ იმ ფაქტს, რომ თქვენს ახალშექმნილ ოჯახს სამომავლოდ დიდი და დაუგეგმავი ფინანსური გასავლები ექნება მუდამ.
გაზაფხულზე გამართული ქორწილი წყვილს მხიარულ ცხოვრებას და ბევრ კურიოზულ მომენტს ჰპირდება თანაცხოვრებისას. ხოლო ზაფხულში დაგეგმილი საქორწინო ცერემონიალი ხანგრძლივი ბედნიერების და ჰარმონიის წინაპირობაა.
ხოლო ქორწილი შემოდგომაზე სანათესაოს მხრიდან მუდმივი ჩარევის საგანი შეიძლება გახდეს მომავალი წყვილის ცხოვრებაში.
ევროპაში მიაჩნიათ, რომ სასურველია პატარძალმა უშუალოდ საქორწინო ცერემონიალის დაწყებამდე ცოტა წაიტიროს კიდეც, რომ სამომავლოს ცრემლების მარაგი ამოეწუროს და ბედნიერ ცხოვრებას შეუდგეს.
ზოგიერთ ქვეყანაში მიაჩნიათ, რომ ქორწილის შემდეგ საქორწინო ატრიბუტიკის გადაყრა და თავიდან მოშორება არ ღირს. განსაკუთრებული დატვირთვა კი ამ მხრივ ფატას ენიჭება. იგი არამხოლოდ რელიქვიად შეიძლება იქცეს ამ ბედნიერი დღის მოსაგონრად, არამედ უკვე წლების შემდეგ ავადმყოფობისას ავი თვალისა და ნეგატიური გავლენისგანაც ეფექტურად დაიცავს იგი ბავშვებს თუკი ამ უკანასკნელთ ჯანმრთელობის პრობლემები შეაწუხებთ.