არაერთ მაგიურ თვისებას მიაწერდნენ. როგორც სპეციალურმა გამოკვლევებმა ცხადყო, სარკის ზედაპირს გააჩნია თვისება, დაიჭიროს და აირეკლოს სპექტრის ყველაზე უჩინარი სხივებიც კი. აქედან გამომდინარე, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სარკეს სპექტრის მალულ სხივებთან ერთად, ადამიანის ბიოენერგოინფორმაციის დაჭერა და არეკლვაც შეუძლია. ხოლო, რადგანაც, სარკის ზედაპირს გააჩნია თვისება, მიღებული ტალღების წყვეტა ან დეფორმაცია გამოიწვიოს, მას ასევე შეუძლია გააძლიეროს, ან დაასუსტოს ადამიანის ბიოიმუნიტეტი და აზრების ენერგეტიკა.
გავიხსენოთ საიდან იღებს სათავეს ე.წ. "ნარცისის კომპლექსი", მითოლოგიურად ნარცისი ულამაზესი ჭაბუკი იყო, რომელიც ზედმეტად გაიტაცა საკუთარი გარეგნობით ტკბობამ. რაც საბოლოოდ ფატალური შედეგებით დასრულდა. ამიტომ სარკესთან კოპწიაობის წრეგადასულმა ჩვევამ, შესაძლოა ადამიანში ფსიქიური აშლილობა და ნერვოზებიც კი გამოიწვიოს. იგივე საფრთხის წინ ვდგავართ, როცა სარკეში ჩვენს ამა თუ იმ ნაკლს დაჟინებით ვათვალიერებთ. რაც უფრო ხშირად ჩავიხედავთ სარკეში ამ მიზნით, მით უფრო მეტად გაგვიჩნდება სურვილი იგივე ქმედებების გამეორების. მით უფრო, მძაფრად გაგვიჯდება საკუთარი ნაკლის მიმართ შიშისა და პანიკის გრძნობა. მაინც რატომ ხდება ეს?
საქმე იმაშია, რომ ყველა ადამიანს გააჩნია უნარი ზეგავლენა მოახდინოს საკუთარ ფსიქიკაზე სარკის მეშვეობით. ამიტომ როცა სარკეში ჩვენს ორიეულს ვხედავთ, ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი განწყობით ვართ მის მიმართ მომართული. ჩვენი ქვეცნობიერი აგზავნის სარკისკენ, ძალიან ძლიერ იმპულსებს ნეგატიურს ან პოზიტიურს, რაც სარკის დახურულ წრეში ტრიალებს და გაორმაგებული ძალით ბრუნდება ისევ ჩვენთან. აქედან გამომდინარე, კარგად დააკვირდით იმას თუ რა სახის ინფორმაციაზე "აპროგრამებთ" საკუთარ თავს სარკის წინ!
სარკის გატეხვასთან დაკავშირებით არაერთი მოსაზრება და ავბედითი წინასწარმეტყველება არსებობს. თუმცა, ყოველივე ის, რაც ამ ფაქტთანაა კავშირში, სულაც არ არის შორს რეალობასთან. სარკის ზედაპირი, როცა იგი დარღვეულია ატარებს თვისებას "ჩააქროს" ან "შეიწოვოს" იმ ადამიანის ენერგეტიკა ვინც იქ იხედება. შესაბამისად, იგი ხელს უწყობს იმას, რომ ადამიანში ცუდი თვისებები წამოწიოს წინ. აქედან გამომდინარე, არასოდეს იქონით სახლში გაბზარული ან გატეხილი სარკე. მას არამარტო თქვენი, თქვენი ოჯახის წევრების სასიცოცხლო ენერგიის შეწოვაც კი შეუძლია. რაც თავისთავად ნეგატიურ შედეგებამდე მიგიყვანთ!
დასასრულ კი ერთ საჭირო რჩევას მოგცემთ: თუკი რთული დღე გქონდათ, სამსახურიდან სახლში დაბრუნებულმა აუცილებლად ჩაატარეთ სარკის მეშვეობით ენერგეტიკული წმენდის პროცედურა. დადექით სარკესთან, რომელიც ფორმით აუცილებლად ოვალური უნდა იყოს და ფიქრით გადაავლეთ თვალი დღის ყველაზე ნეგატიურ მოვლენებს. მერწმუნეთ, რამდენიმე წუთში თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ, იმიტომ რომ სარკე თქვენგან ამ ნეგატიურ ინფორმაციას წაიღებს!