და ამ მდგომარეობაში იგი ივლისის დასაწყისამდე, კერძოდ - 9 ივლისამდე გააგრძელებს ყოფნას, რაც ნებისმიერი ჩვენთაგანის ცხოვრებაში მნიშვნელოვან და გარდამტეხ ცვლილებებს მოიტანს. ასტროლოგიური ლექსიკონის მიხედვით, სატურნი ერთ-ერთი დამსჯელ პლანეტათაგანია, რომელიც ადამიანებს სხვადასხვა სახის გაკვეთილს უტარებს ცხოვრების გზაზე საიმისოდ, რომ ამ უკანასკნელებმა, სამომავლოდ მეტი პასუხისმგებლობა შეიძინონ და დაკვირვებით მოეკიდონ ზოგადად, მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს. ჯერ კიდევ ოქტომბრის დასაწყისში, საზოგადოებამ აშკარად იწვნია საკუთარ ტყავზე, სატურნის მორიელის ზოდიაქოში გადასვლა, რამაც საყოველთა აგრესიის მატება და მკაცრი "სანქციები“ გამოიწვია პოლიტიკური კუთხით. ამჯერად, სატურნი მორიელში უკვე რეტროგრადულიც გახდა, რაც თავის მხრივ ბევრ ადამიანს მისცემს საშუალებას დაფიქრდეს და ახლებურად გადააფასოს საკუთარი ქმედებები, იმიტომ რომ სატურნის რეტროგრადული ფაზა, გვინდა ჩვენ ეს თუ არა, ბევრის ცხოვრებაში გამოიწვევს შენელებას ან სულაც არანებაყოფლობითი ტაიმ-აუტის აღების აუცილებლობას, ძირითადად საქმიანი კუთხით. შესაბამისად, ჩვენ საშუალება გვექნება ცოტა ხნით ტემპს დავუკლოთ და თვალი გადავავლოთ საკუთარ ცხოვრებას, იქნებ რამე გვეშლება, ან სულაც არასწორი გზით მივდივართ ცხოვრებაში? სატურნის მუხრუჭები ძალიან ბევრ ჩვენგანს მისცემს იმის შანსს, რომ ის შეცდომები, რომელიც უახლოეს წარსულში დავუშვით კარგად გავაანალიზოთ და მათი გადაჭრისთვის საჭირო გზებიც მოვნახოთ.
ცნება " რეტროგრადული სატურნი მორიელში“
მორიელის ზოდიაქო თავის თავში ორ რამეს აერთიანებს - ფულისა და სექსის თემას. იგი ამ ორი სფეროს საშუალებით, სხვათა კონტროლის მექანიზმებსაც უკავშირდება. ამიტომ, სატურნის რეტროგრადული პერიოდი გააქტიურებს სხვადასხვა სახის პოლიტიკურ მაქინაციებს, ადამიანების შანტაჟის გზით მართვის მცდელობებს, რომელიც მათ პირად ცხოვრებას ეხება. კონკრეტული ინდივიდების ცხოვრებაში კი სატურნის რეტრო-ფაზა, მტკივნეული ურთიერთობების საბოლოოდ გადახედვისა და გააზრების პერიოდს მოიტანს. ამიტომ, თუკი ვინმეს მიმართ ემოციურ ან ფინანსურ დამოკიდებულებაში იმყოფებით, იცოდეთ, რომ სატურნის ეს ფაზა თქვენთვის ამგვარი ურთიერთობების პიკი იქნება. სატურნი თუმცა მტკივნეული მეთოდებით, მაგრამ მაინც ნათლად დაგვანახვებს გზას საიმისოდ, რომ ჩვენი დესტრუქციული ბუნება ბოლომდე გავიაზროთ და სწორედ ამ მეთოდით შევძლოთ საბოლოო განთავისუფლება.
ეს რაც შეეხება პირად ურთიერთობებს, საქმიან სფეროში შეიძლება ითქვას, ბევრისთვის საუკეთესო პერიოდი დგება. ეს იმიტომ, რომ სწორედ სატურნის რეტროგრადული ფაზა მოიტანს ჩვენი დიდი ხნის ნაშრომის საბოლოო შედეგებით ხილვის ბედნიერებას და იმის გააზრების უნარს, თუ რა დავტოვოთ და რა სამუდამოდ მოვხსნათ დღის წესრიგიდან, ჩვენს სამომავლო საქმიანობაში
ვსწავლობთ
" არას " თქმის ხელოვნებას...
პერიოდი, როცა სატურნი რეტროგრადულ ფაზას გადის, ჩვენთვის ე.წ. წარსულში დაბრუნების ეტაპია. საიმისოდ, რომ ოდესღაც დაწყებულ და შუა გზაზე მიტოვებულ პროექტებს საბოლოოდ მივცეთ მიმართულება, ან ახლებურად გადავწყვიტოთ მათი ბედი. ასევე ახლებურად გადავაფასოთ საკუთარ თავზე უკვე აღებული ვალდებულებები და ურთიერთობებიც სულ სხვა ჭრილში დავინახოთ. გავაანალიზოთ ის, თუ რამდენად არის საჭირო ჩვენი მხრიდან ამა თუ იმ ადამიანის მიმართ გაღებული მსხვერპლი და კონკრეტულად რა გვევლინება პირად ურთიერთობებში იმედის გაცრუების მიზეზად. სწორედ სატურნის რეტროგრადული ფაზა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენი პიროვნული საზღვრები მკაფიოდ მოვნიშნოთ და საბოლოოდ ვისწავლოთ, ამა თუ იმ სიტუაციაში "არას" დელიკატურად თქმის ხელოვნება. სატურნი ხომ ზოდიაქოს კარმული-ინსპექტორია, რომელიც მისი რეტროგრადულობის პერიოდში გვაიძულებს ფოკუსირება უმთავრეს პრიორიტეტებზე მოვახდინოთ. და წვრილმან-მსხვილმანი საქმეების ქაოსიდან, საბოლოოდ დავიტოვოთ მხოლოდ ის, რაც მართლა ფასეული და აქტუალურია.