საუბრისას თმას თითით იხვევთ ან თითებს ატკაცუნებთ? - რა ჩვევა წამოგყვათ წინა ცხოვრებიდან ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

საუბრისას თმას თითით იხვევთ ან თითებს ატკაცუნებთ? - რა ჩვევა წამოგყვათ წინა ცხოვრებიდან ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

წინა ცხოვრება არ გვახსოვს, რადგან ჩვენი სული მას არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებს, სურს ყველაფერი ხელახლა დაიწყოს - განიცადოს, შეიგრძნოს, აირჩიოს, შეეშალოს, სწორად მოიქცეს... მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, წინა ცხოვრება მცირე გავლენას მაინც ახდენს ჩვენზე. მაგალითად, ჩვევები მოგვყვება ხოლმე.

ვერძი

ვერძები დიალოგისას, ფიქრისას, მოლოდინისას ან მობილურით ლაპარაკისას თმას თითზე იხვევენ. მეორე ჩვევა, რომელიც წინა ცხოვრებიდან წამოგყვათ, ყავის გადაჭარბებული დოზით მიღებაა.

კურო

კუროები ხშირად იზელენ საფეთქლებს, შუბლს ან ყბებს. ასევე, ზოგიერთი მათგანი იტკაცუნებს თითებს.

ტყუპი

ტყუპს ჭორაობა სიგიჟემდე უყვარს! ძალიან მოსაწყენი მოეჩვენებოდა თავისი ცხოვრება, სხვების საქციელები, რომ არ განეხილათ და შეეფასებინათ. ასევე, ეძალებიან მზესუმზირას, რომელიც წინა ცხოვრებაში ძალიან უყვარდათ.

კირჩხიბი

კირჩხიბი ნერვიულობისას ან მოლოდინისას ფეხს აქნევს, შესაძლოა მოუსვენრადაც აბაკუნებდეს. ასევე, ამ ნიშნით დაბადებულები ხშირად ათამაშებენ თითებს რაიმე საგნის ზედაპირზე. დაბოლოს, კირჩხიბები ყველაფერზე ტირიან, რაც წინა ცხოვრებაში გადახდენილი ტრაგედიის გადმონაშთია.

ლომი

ამ ნიშნით დაბადებულები ”არას“ ყოველთვის დაუფიქრებლად ამბობენ. ალბათ სწორედ ლომებისთვის გადაიღეს ფილმი Yes Man (მთავარ როლში ყველასთვის საყვარელი კომიკოსი, ჯიმ ქერია), რომელშიც კაცი ცდილობს სიტყვა ”კი-ს“ წარმოთქმა ისწავლოს. ლომები ხშირად ირუჯებიან, მზის სხივის სიყვარულიც წინა ცხოვრებიდან მოჰყვებათ.

ქალწული

ქალწულს აღრიცხვა უყვარს, რაც შესაძლოა მიანიშნებდეს იმაზე, რომ წინა ცხოვრებაში ის ვაჭარი, ბიბლიოთეკარი, ბანკირი ან საჭურველთუხუცესი იყო. გაგიკვირდებათ, როცა გაიგებთ, რომ ფრჩხილებს იჭამს ხოლმე! დიახ, პერფექციონისტი ქალწული, რომელიც ცდილობს ყველაფერში იდეალური იყოს და სხვებსაც სრულყოფილებისკენ მოუწოდებს, ფრჩხილებს იკვნეტს!

სასწორი

სასწორი თავს ვერაფერზე ეუბნება უარს, მფლანგველია. ეს ჩვევა წინა ცხოვრებიდან გამოჰყვა, რადგან უწინ შეეძლო უმისამართოდ გაენიავებინა ფული. ასევე, ამ ნიშნით დაბადებულებს ძალიან სწრაფად უყვარდებათ. როგორ გგონიათ, წინა ცხოვრებაში ცნობილი მექალთანე ბარონი ან თავისუფალი ცხოვრების მიმდევარი ბარონესა ხომ არ იყავით?

მორიელი

მორიელებს წინა ცხოვრებიდან სხვების გაკონტროლების ჩვევა გამოჰყვათ. ასევე, ამ ნიშნით დაბადებულებს ეშინიათ წარუმატებლობის.

მშვილდოსანი

მშვილდოსნების ყველაზე საშინელი ჩვევა აზარტული თამაშებია. პლუს, ისინი ყოველთვის ტეხენ სიტყვას, ასე რომ თუ პირობა მოგცათ, არ უნდა დაუჯეროთ. საქმე ისაა, რომ წინა ცხოვრებაში მშვილდოსანს არცთუ ისე დალაგებული და ბედნიერი ცხოვრება ჰქონდა და შექმნილი გარემოებების მიხედვით უწევდა მოქმედება.

თხის რქა

თხის რქა ხშირად ამოწმებს თავის ნივთებს, თითქოს ეშინია, რომ დაკარგავს. წინა ცხოვრებაში თქვენ მართლაც დაკარგეთ ძალიან ძვირფასი ნივთი, ეს კი თავს ვერ აპატიეთ.

თევზები

თევზები ალკოჰოლიზმისკენ არიან მიდრეკილი. მათი სისუსტე სასმელია. წინა ცხოვრებაში ალკოჰოლი მისი საუკეთესო მეგობარი იყო და ამ ცხოვრებაშიც ვერ გაექცა.