კირჩხიბი - ემოციური, ცოტა ბუტია და მესაკუთრე ბუნება აქვს. კირჩხიბები ძალიან თბილები არიან ემოციების გამოხატვისას. ამასთან ერთად, მათი უმთავრესი პრიორიტეტი ამქვეყნად ოჯახია და სხვა არაფერი. კირჩხიბების უმეტესობა იდეალური მეწყვილე და მეორე ნახევარია. ისინი ყოველთვის წინ აყენებენ ოჯახისა და მეუღლის ინტერესებს. უფრო მეტიც, აქვთ უნარი საკუთარი ამბიციებიც კი შესწირონ მსხვერპლად ოჯახურ სიმყუდროვეს და კომფორტს.
კურო - ორივე სქესის კუროები საოცრად ერთგულები, მზრუნველები, სტაბილურები და მშვიდები არიან. ისინი ძნელად იღებენ დაოჯახების შესახებ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ კურო ზოგადად ფრთხილი და დაკვირვებული ნიშანია. სამაგიეროდ, თუკი საბოლოოდ გადაწყვიტეს ვინმესთან ცხოვრების დაკავშირება ამ უკანასკნელს მათი სახით საიმედო ცხოვრების მეგზური და მოსიყვარულე მეორე ნახევარი ეყოლება.
სასწორი - პარტნიორობაზე ორიენტირებული, დელიკატური და დიპლომატიური ნიშანია. სასწორი საკუთარი პარტნიორის ანარეკლია თითქოს სარკეში. ეს ადამიანები გამოირჩევიან პირად ურთიერთობაში მიხვედრილობით, ადამიანური სითბოს გულწრფელად გამოხატვის უნარით და ჰარმონიულობით. მათთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ პარტნიორის პრიორიტეტები, არამედ მათი როგორც წყვილის ერთობლივი განვითარება და საამისოდ ისინი მზად არიან ბევრიც გაიღონ.