გაგიმართლათ თუ არა დედმამიშვილში? - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

გაგიმართლათ თუ არა დედმამიშვილში? - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ნათესაური გრძნობები მოჭარბებული დოზით კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ახასიათებთ. მაშინ როცა ზოგიერთი ნიშნით დაბადებული ხალხი საერთოდ არ აღიარებს ნათესაურ კავშირებს, ან საკმაოდ გულგრილადაა განწყობილი სისხლით ნათესავების მიმართ. ამიტომ იმის მიხედვით, თუ რომელი ნიშნითაა დაბადებული თქვენი და-ძმა შეიძლება ვარაუდი რამდენად გაგიმართლათ დედმამიშვილში. საუკეთესო დედმამიშვილები კი შემდეგი ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან:

კირჩხიბი - კირჩხიბს მთვარე მართავს, რომელიც თავის მხრივ დედობრივ გრძნობებზეა პასუხისმგებელი. ამიტომ კირჩხიბი და-ძმები საოცარი სიყვარულითა და სითბოთი გამოირჩევიან ჩვენ მიმართ. მათ უყვართ დედასავით იზრუნონ ჩვენზე, მიუხედავად იმისა ასაკში უფროსები არიან თუ პირიქით უმცროსი. კირჩხიბი დედმამიშვილი ყოველთვის დაგეხმარებათ და უყოყმანოდ გამოგიწვდით გასაჭირში დახმარების ხელს, თუმცა მას ასევე გაბუტვა და წყენის დამახსოვრებაც ახასიათებს. ამიტომ ფრთხილად იყავით, კირჩხიბი სათუთი გულის ადამიანია და ვერ იტანს უმადურობას.

მორიელი - მორიელი მძიმე ხასიათისაა ამაზე არავინ დავობს, თუმცა მის მაქსიმალისტურ ბუნებას გასაოცარი სიყვარული ახასიათებს ახლობელი ადამიანების მიმართ. მორიელი გარშემო მყოფების მიმართ ხშირად უჟმური და უხეშია, სამაგიეროდ, მათ ვისაც თავისიანად ჩათვლის თავგამოდებით დაიცავს და დაეხმარება. მორიელები ძალიან უფრთხილდებიან ნებისმიერ თავის საკუთრებას, ოჯახი კი მათთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფასეულობაა. იმიტომ რომ ბუნებით ეჭვიანი მორიელი მხოლოდ სისხლით ნათესავს თუ ენდობა, ისიც ნაწილობრივ. ზოდიაქოს ამ ნიშნით ძალიან ერთგული და მოსიყვარულე და-ძმები იბადებიან, თუმცა მათ ასევე ახასიათებთ გარკვეული დიქტატორული მიდგომა ჩვენ მიმართ და ვერ იტანენ, როცა მათ რჩევებს არ ვითვალისწინებთ.

თხის რქა - ოჯახი, ნათესავები და ტრადიციები ნებისმიერი თხის რქის ცხოვრებაში პრიორიტეტული თემებია. თხის რქა ბუნებით ძალზე ერთგული ნიშანია, მისი ერთგულება კი პირველ რიგში ნათესავებისადმი დამოკიდებულებაში ვლინდება. ზოდიაქოს ამ ნიშნით ემოციურად თავშეკავებული, თუმცა საოცრად მზრუნველი დედ-მამიშვილები იბადებიან. დედმამიშვილი თხის რქა, აუცილებლად ეცდება იზრუნოს თქვენზე და მაქსიმალურად მოგიგვაროთ ყველა სახის ყოფითი პრობლემა. თუმცა ნუ მოსთხოვთ მას ნაზი გრძნობების გამოხატვას, ისიც საჯაროდ. თხის რქას მოფერება და ემოციების გამომჟღავნება იშვიათად ეხერხება. მისი სიყვარული და-ძმების მიმართ საქციელში ვლინდება.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?