საუკეთესო დრო პატიების სათხოვნელად და სურვილების ასასრულებლად - ხვალ ახალმთვარეობას ველით

 საუკეთესო დრო პატიების სათხოვნელად და სურვილების ასასრულებლად - ხვალ ახალმთვარეობას ველით

თუ რაოდენ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მთვარის ფაზების ცვალებადობა ადამიანის ფსიქიკასა და ცხოვრებისეულ მოვლენებზე. ხვალ ახალმთვარეობაა ტყუპის ♊ ზოდიაქოს ნიშანში. რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ მომაბეზრებელ თემას, გაწელილ საუბრებს, ჭორებს, მითქმა-მოთქმას შეგიძლიათ საბოლოოდ დაუსვათ წერტილი.

ტყუპის ნიშანი აზროვნებისა და ფიქრების სამყაროს მართავს. ამიტომ ხვალ, ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია იაზროვნოთ პოზიტიურად, დაუკვირდეთ თითეულ წარმოთქმულ სიტყვას. ითხოვეთ პატიება, გამოასწორეთ ჩადენილი შეცდომები. არ გასცეთ ნეგატივი (არც სიტყვიერად, არც მენტალურად), იმიტომ რომ ახალმთვარეობისას ჩადენილ საქციელზე სამყარო მყისიერად გვაძლევს პასუხს. აკონტროლეთ ემოციები, არ შეხვიდეთ კონფლიქტში (თუმც კი სიტყვიერი დაპირისპირების ალბათობა დიდი იქნება!), ყურადღება გამოიჩინეთ საჭესთან - ტყუპი ზოდიაქოს მესამე სახლის მმართველია, რომელიც თავის მხრივ სატრანსპორტო საშუალებებს "კურირებს". ნუ დაძაბავთ ურთიერთობას და-ძმებთან, ახლო ნათესავებთან, თანამშრომლებთან.

იფიქრეთ და ისაუბრეთ მაქსიმალურად პოზიტიურად იმიტომ რომ, ახალმთვარეობის ენერგეტიკა ნებისმიერ თქვენს მენტალურ (სიტყვიერად ჩამოყალიბებულ) ჩანაფიქრს, უსწრაფესად შეასხამს ფრთებს. თუმცა, გახსოვდეთ ფრაზა - "გეშინოდეთ თქვენი ოცნებების, ისინი შესაძლოა მართლა ასრულდნენ" და ზომიერება, კონკრეტიკა და ობიექტურობა გამოიჩინეთ სურვილის ჩაფიქრებისას. ხვალ არის დღე, როცა სიტყვას უდიდესი ძალა აქვს, ამიტომ პირველ რიგში აკონტროლეთ რას ამბობთ, როგორ ამბობთ, ვისთვის ამბობთ, რა მიზნით ამბობთ და რატომ... განსაკუთრებული ყურადღება მართებთ ტყუპის, ქალწულის, მშვილდოსნის და თევზების ნიშნით დაბადებულ ადამიანებს.

პოზიტიურ აზროვნებასა და სურვილების ასრულებას გისურვებთ!

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?