საუკეთესო დრო, რომ მოიზიდოთ მეტი ფული - ხვალ სავსემთვარეობაა კუროს ზოდიაქოს ნიშანში

საუკეთესო დრო, რომ მოიზიდოთ მეტი ფული - ხვალ სავსემთვარეობაა კუროს ზოდიაქოს ნიშანში

დიახ, დიახ ხვალ სავსემთვარეობა გვაქვს კუროს ♉ ზოდიაქოს ნიშანში და როგორც ტრადიციულად ვამბობთ - მადა და ემოციები აკონტროლეთ ხვალინდელ დღეს.

მით უმეტეს, რომ კურო ზოდიაქოს ყველაზე გურმანი ნიშანი გახლავთ, თან შაბათ-კვირაა და მოკლედ... ძალიანაც ნუ გადაიტვირთავთ ორგანიზმს ცხიმიანი საკვებითა და ალკოჰოლით. კუროს ზოდიაქოს საკუთრებას, მატერიალურ რესურსებს შეესაბამება ასტროლოგიაში. ამიტომ ხვალინდელი დღე ძალიან კარგია ფინანსური იღბლის მოსაზიდად, საცხოვრებლის შესაცვლელად ან უბრალოდ გენერალური რემონტის ჩასატარებლად ბინაში.

შესანიშნავი დღეა ასევე ნებისმიერ საქმიანობისთვის, რომელიც თავის მხრივ მატერიალური რესურსების გადანაწილებას ეხება - იქნება ეს ვალების მოშორება,  ბიუჯეტის გაწერა, საკუთარი ფინანსების რევიზია თუ სხვა საქმე.

კურო ყველაზე მშვიდი და გაწონასწორებული ნიშანია დანარჩენ თერთმეტ ნიშანს შორის. ამიტომ ხვალ ისე როგორც არასდროს, მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ ნაკლები სიჯიუტისა და მოთმინებისკენ. შეიქმენით "კუროს განწყობა" - უახლოესი პერიოდის რეალისტური დაგეგმვა-ანალიზი, ვიწრო წრეში გატარებული უიქენდი და კომფორტი, ეს საკმარისი იქნება თქვენი წილი ბედნიერების მოსაპოვებლად.

მშვიდ და ნაყოფიერ უიქენდს გისურვებთ Innocent

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?