თუკი ადამიანს საკმარისად ახლოს და ხანგრძლივი პერიოდია იცნობ, რა თქმა უნდა საქმე გიიოლდება, მაგრამ რა უნდა ვქნათ მაშინ, როცა იუბილარი ახალი ნაცნობია ან უფრო მეტიც, ის ჩვენი შეფი ან კეთილისმყოფელია რომლის გულის მოგებაც ძალიან გვინდა? გამოსავალი მარტივია – საჩუქარი მისი ზოდიაქოს ნიშის მიხედვით უნდა აარჩიოთ.
ვერძ მამაკაცს ანტიკვარული იარაღი, ლამაზი დანა ან ორიგინალური სანთებელა გაახარებს. ქალბატონს საათი ან აუზის აბონიმენტი.
კურო მამაკაცისთვის საუკეთესო საჩუქარი კარგი სასმელი იქნება. ქალი კურო აღფრთოვანებაში მოვა სამზარეულოს ლამაზი ინვენტარით ან იშვიათი ჯიშის ოთახის მცენარით.
ტყუპ მამაკაცს საჩუქრად კარგი წიგნი ან საფეხბურთო მატჩის ბილეთი მოეწონება. ქალი ტყუპი მობილურ ტელეფონს ან აიპადს დააფასებს.
კირჩხიბი მამაკაცისთვის კარგი საჩუქარია ძველებური, ვინტაჟური სტილის სუვენირი (ხმალი, ხანჯალი და.აშ.). ქალი კირჩხიბი მოიხიბლება კოსმეტიკის ნაკრებით ან საოჯახო კომბაინით.
ლომის ნიშნით დაბადებულ მამარს ოქოს სამაჯური ან ძეწკვი მოხიბლავს. ქალბატონი კი შეგიძლიათ ბრენდული სუნამოთი გაანებივროთ.
ქალწული მამაკაცი ძვირფასი ჰალსტუხით ან ჰიგიენური საშუალებებით მოიხიბლება. ქალს კი შეგიძლიათ აჩუქოთ სპა ან ფიტნეს სალონში ვიზიტის ულიმიტო აბონიმენტი.
სასწორი მამაკაცი ბუნებით ესთეტია, მას ძალიან გაახარებს დახვეწილი აქსესუარი – მაგ., სათვალე. ქალი სასწორის გულს კი ლამაზი სამკაულით მოიგებთ.
მორიელ მამაკაცს ექსტრიმი იზიდავს, მისთვის საჩუქრად საშიში თევზი პირანია იქნება უპრიანი. ქალი მორიელისთვის კი შესანიშნავი საჩუქარია სექსუალური თეთრეული.
მშვილდოსანი მამაკაცი მანქანებით და სპორტით იხიბლება. შეგიძლიათ საყვარელი გუნდის მაისური ან მანქანის აქსესუარი უსახსოვროთ. ქალ მშვილდოსანს კი ძალიან გაახარებს შინაური ცხოველი – მაგ. პეკინესის ლეკვი.
თხის რქა სოლიდური ტიპია. მამაკაცი საჩუქრად მიღებულ მდიდრულ კორპორატიულ აქსესუარს დააფასებს. ქალს კი აუცილებლად მოეწონება ვერცხლის დახვეწილი სამკაული.
მერწყული ორგინალობით გამოირჩევა. შეგიძლიათ მამაკაც მერწყულს საინტერესო კომპიუტერული თამაში აჩუქოთ. ქალს კი ორიგინალური ფორმის (მაგ. ტუჩის ფორმის) ხელჩანთა ან აქსესუარი.
თევზები შემოქმედებითი ხალხია. მამაკაც თევზს საყვარელი მომღერლის კომპაქტს დისკი გაახარებს. ქალი თევზი კი ლამაზი შარფის ან თავსამკაულის ჩუქებით დაგრჩებათ კმაყოფილი.