თითოეულ მათგანს კონკრეტულად რა სახის მიდრეკილებები ახასიათებს ამ კუთხით და როგორ დავიჭიროთ თავი, რათა ხელში ჩავიგდოთ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის სასურველი წარმომადგენელი.
კურო
კურო ჩემპიონია ადამიანის ფსიქიკის მოშლის საკითხში. ამიტომ, თუ თქვენ ნერვების სიმყარით მაინცდამაინც ვერ დაიკვეხნით, გულწრფელად გირჩევთ კუროზე ნადირობას თავი დაანებოთ და ვინმე უფრო ადვილად "მოსაჩანგლ" ნადავლზე გადაერთოთ. საიმისოდ რომ კურო საწოლში შეიტყუოთ, ან პირიქით თქვენ მოახერხოთ მის საძინებელში აღმოჩენა, დაგჭირდებათ მოთმინება, რომელიც ალბათ მხოლოდ ფრთიან ანგელოზებს გააჩნიათ. ამიტომ, მანამ სანამ კუროსთან რომანს გააჩაღებთ, მოემზადეთ იმისთვის რომ ეს ერთი შეხედვით მშვიდი და დამყოლი არსება, სინამდვილეში აუღებელ ბერლინის კედლად იქცევა თქვენს ცხოვრებაში.
ულამაზესი მეგან ფოქსი – ზოდიაქოს ნიშნით კურო
თუმცა, თუ თქვენ საკმარისად თავხედი და მოქნილი ხართ, იმის მაგივრად რომ სანთლის შუქზე ვახშმის დასრულებას დაელოდოთ, საიმისოდ რომ მას როგორმე ერთი კოცნა გამოსტყუოთ, ხელი პირდაპირ და უცერემონიოდ ჩაავლეთ და საძინებლისკენ, ყოველგვარი რევერანსების გარეშე მონახეთ გზა. თუკი თქვენი "ნადავლი" კურო ქალია, ასეთ შემთხვევაში იგი აუცილებლად მიიღებს აღშფოთებულ-შეშფოთებულ სახის გამომეტყველებას – "როგორ უბედავთ თქვენ მას ამას?", თუმცა გულის სიღრმეში უზომოდ მადლიერი იქნება, იმიტომ რომ როგორც წესი, კუროები ინიციატივის ვერგამოჩენის პრობლემით იტანჯებიან. შესაბამისად, პარტნიორი თავად უნდა მიხვდეს, როდის ჯობია მათ უპირობო სიჯიუტეს გადააბიჯოს და ყოველგვარი, ახსნა-განმარტებების გარეშე გაუყენოს იგი საძინებლის გზას.
ჩანინ ტატუმი - ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე "ცხელი" კურო
თუმცა მის საძინებელში აღმოჩენა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ომი თქვენ სასარგებლოდ დასრულდა. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით რომ სწორედ ახლა იწყება თავდავიწყება. საქმე იმაშია, რომ კურო თანამედროვე მრავალფუნქციურ სეიფის მოწყობილობას წააგავს. გგონია ერთ კარს მოუნახე გასაღები და ბედნიერი ხარ, ამ დროს წინ უამრავი პატარ-პატარა, კარგად დაკეტილი კარი გხვდება. ამიტომ, თუ თქვენ სირთულეების მოყვარული ადამიანების რიცხვს განეკუთვნებით, კუროს მონადირებით აზარტულ და დაუვიწყარ თავგადასავალს უმზადებთ საკუთარ თავს. ხოლო თუ მარტივი გზები გირჩევნიათ, სტატიის დასაწყისშივე მოგეცით რჩევა სადაც არის თქვენი ადგილი.