სექსუალური ჰოროსკოპი - მერწყული

სექსუალური ჰოროსკოპი  - მერწყული

თითოეულ მათგანს კონკრეტულად რა სახის მიდრეკილებები ახასიათებს ამ კუთხით და როგორ დავიჭიროთ თავი, რათა ხელში ჩავიგდოთ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის სასურველი წარმომადგენელი.

მერწყული

მერწყული კრეატიული იდეებით სავსე ექსპერიმენტატორია. თუმცა, მისი ეს იდეები ზოგადსაკაცობრიო ხასიათისაა და არანაირი კავშირი არა აქვს სექსთან. ამიტომ, მისმა ამგვარმა იმიჯმა შეცდომაში არ შეგიყვანოთ. თუკი მისი საწოლში შეტყუება დაისახეთ მიზნად, პირდაპირ და გახსნილად უთხარით რას უპირებთ ან აპირებთ რომ დაუპიროთ. იგი თქვენს შემოთავაზებას გადახედავს და პასუხს მალევე შეგატყობინებთ. თუმცა თუ საქმე, ხანგრძლივ ურთიერთობას ეხება, სიტუაცია გართულდება. ამ შემთხვევაში მერწყულთან აუცილებლად უნდა გაკავშირებდეთ რაიმე დიადი და ყოვლისმომცველი იდეა. მაგ., უნდა დაარწმუნოთ, რომ ცნობილი "რომეო და ჯულიეტას" რეინკარნაცია ხართ თქვენ და ის ამ ცხოვრებაში. მოკლედ, რაც უფრო მასშტაბური იქნება თქვენი არგუმენტი, მით უკეთესი თქვენთვის. თუმცა მანამ სანამ, ამ ადამიანთან ჭეშმარიტ ინტიმურ სიახლოვეს მიაღწევთ, დიდი ჯაფა და ნერვების წყვეტა დაგჭირდებათ.

ულამაზესი მერწყული ქალი – ბარ რაფაელი

Astrologia

ჩვეულებრივ მეგობრული და კომუნიკაბელური მერწყული, პირად ურთიერთობაში საოცრად დისტანციური და ფრთხილია. მან ჯერ კარგად უნდა დააზუსტოს, ხომ არ შეზღუდავთ თქვენ მის პირად თავისუფლებას. ამიტომ სექსის ნაცვლად მასთან, საწყის ეტაპზე უფრო ხშირად წვრილმან საკითხებზე პოლემიკა და დავა გელოდებათ. საბოლოოდ გააფთრებული ალბათ იმ დასკვნამდეც მიხვალთ, რომ მერწყულს თქვენთან კი არა თქვენს ტვინთან უფრო ეხალისება სექსუალური კონტაქტი. თუმცა, თუკი თქვენ მაინც გეყოფათ გამძლეობა და ნერვული სისტემის მდგომარეობაც ბოლომდე შეგიწყობთ ხელს, საბოლოოდ ალბათ იმის დამტკიცებასაც შესძლებთ მისთვის, რომ მის იდეებს, ცხოვრებისეულ პრინციპებს და შეხედულებებს ბოლომდე იზიარებთ. აი, სწორედ ამის შემდეგ გაიღება თქვენთვის მისი საძინებლის კარი.

ცნობილი გულთამპყრობელი – მსახიობი ეშტონ კეტჩერი, ასევე მერწყული

Astrologia

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?