სექსუალური ჰოროსკოპი - მშვილდოსანი

სექსუალური ჰოროსკოპი  - მშვილდოსანი

და როგორ დავიჭიროთ თავი, რათა ხელში ჩავიგდოთ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის სასურველი წარმომადგენელი.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი, ექსპერიმენტატორი ჭკუის კოლოფია. მით უმეტეს, თუკი თქვენ გამოუცდელი და მიამიტი ხართ სექსის სფეროში, უკეთეს გურუს და მასწავლებელს ქვეყნად ვერ იპოვნით. ეს იმიტომ, რომ ნებისმიერი სქესის მშვილდოსანი აღმერთებს როცა ვინმეს ჭკუას ასწავლის. არ აქვს მნიშვნელობა რა საკითხზე, მთავარია რომ მან სიბნელიდან გამოიყვანოს პარტნიორის დაბინდული გონება და ჭეშმარიტებას აზიაროს იგი. ამასთან ერთად, ამ ქვეყნად ხომ იმდენი ადამიანია უმეცრების ჭაობიდან ამოსაყვანი, ამიტომ მშვილდოსანმაც რა ჰქნას? იძულებულია არა ერთ ან ორ, არამედ თაყვანისმცემლების მთელ არმიას გაუმკლავდეს. რა მისი ბრალია, თუ ყველა მისკენ იქაჩება პრაქტიკის გასავლელად? ხოლო თუკი თქვენ სექსში ექსპერიმენტები გაშინებთ, გირჩევთ საერთოდ არ გაეკაროთ მშვილდოსანს. იმიტომ რომ ამ ადამიანს მუდო და ტრადიციებში ჩარჩენილ-ჩაობებული ხალხი სასტიკად აღიზიანებს. საიმისოდ რომ მშვილდოსანი თქვენს საძინებელში შემოიტყუოთ (აბა მის საძინებელში რა გესაქმებათ? ის მაინც იშვიათად ათევს ღამეს შინ) მასთან ერთად, კამასუტრას მთელი ქრონოლოგია-ანთოლოგიის პრაქტიკაში ათვისებაზე უნდა იყოთ თანახმა.

ულამაზესი მშვილდოსანი ქალი – მსახიობი ელაიშა ქათბერდი

Astrologia

გარდა ამისა, სექს-შოპების ასორტიმენტის დატესტვაც არაერთგზის მოგიწევთ მასთან ერთად და ხშირ შემთხვევაში, თქვენი პარტნიორი მშვილდოსანი არც კი შეგეკითხებათ გინდათ თუ არა თქვენ ეს. მან უკეთ იცის რა გჭირდებათ.  თუ თქვენ შეეცდებით წინააღმდეგობა გაუწიოთ, ან უფრო უარესი, ეჭვი შეიტანოთ მის სიბრძნესა და განსწავლულობაში, მშვილდოსანი საშინლად გაბრაზდება, მისი განაწყენება კი ხშირად კირჩხიბის გადამტერებაზე უარესია. მშვილდოსნის მონადირება, არც ისე რთული საქმეა. მთავარია, მან თქვენი მხრიდან სიმპათია იგრძნოს და თავად მოგინადირებთ. თუმცა, თუკი რაიმე არ მოსწონს თქვენში, პირდაპირ და ყოველგვარი რევერანსების გარეშე მოგახლით. დიპლომატია ეს ის სფეროა, რომელიც მშვილდოსნისთვის ჩინური ენის სწავლასთან ასოცირდება. ამიტომ, თავი კარგად უნდა დაატრენინგოთ მასთან ურთიერთობისას, იმაზე რომ მისი კრიტიკა სიცილ-ხუმრობაში გაატაროთ და გული არ მოგივიდეთ  არცთუ ტაქტიან შენიშვნებზე.

მგონი ამასაც ეტყობა რომ მშვილდოსანია – მსახიობი ჯესი მეტქლაფი

Astrologia

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?