სექსუალური ჰოროსკოპი - თევზები

სექსუალური ჰოროსკოპი  - თევზები

თითოეულ მათგანს კონკრეტულად რა სახის მიდრეკილებები ახასიათებს ამ კუთხით და როგორ დავიჭიროთ თავი, რათა ხელში ჩავიგდოთ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის სასურველი წარმომადგენელი.

თევზები

თევზები ერთადერთი ზოდიაქოს ნიშანია, რომელსაც არასოდეს შეუძლია ახსნას რატომ აქვს სექსი ამა თუ იმ ადამიანთან. ზოგჯერ ეს მას სიბრალულის გამო ემართება, ზოგჯერ კი ჰგონია რომ ეს არის ის ნამდვილი და ერთადერთი, ამიტომ ხელიდან არ უნდა გაუშვას შანსი. იმ შემთხვევაში თუკი თქვენ თევზების მოხიბვლა და ცდუნება გადაწყვიტეთ, ჯერ კარგად დააზუსტეთ როგორ ხასიათზეა იგი. იქნებ გუშინ მთელი საკაცეთი (ან საქალეთი) ჯანდაბაში და იმის იქით გაუშვა, იმის გამო რომ მისი უახლოესი მეგობარი პირად ცხოვრებაში პრობლემების გამო,  ნერვული აშლილობის ზღვარზე დგას. თევზები კი მოგეხსენებათ როგორ თანამგრძნობი ნატურები არიან, ჰოდა რა სექსი, რის სექსი?! აცალეთ, მეგობრის პრობლემები გამოიტიროს!

ხავიერ ბარდემი – ზოდიაქოს ნიშნით თევზები

Astrologia

თუმცა, თუ თქვენ ასე გულხელდაკრეფილი იჯდებით იმის მოლოდინში, თუ როდის გადაუვლის თქვენი სიმპათიის ობიექტ თევზებს დეპრესიული განწყობილება, მერწმუნეთ ლოდინი დიდხანს და ფესვების გადგმამდე მოგიწევთ. ამიტომ ერთადერთი ნაცადი ხერხი არის ის, რომ სწრაფად და პრინციპულად იმოქმედოთ მის თქვენს ბადეში გასაბმელად. ყველაფერ ამასთან ერთად, თუ თევზს მყარ, ემოციურ "ბექგრაუნდსაც" შეუქმნით და ყოველთვის გექნებათ გადამალული ერთი ორი მშრალი ხელსახოცი ან ბოთლი წითელი ღვინო, იმ შემთხვევისთვის როცა მას მელანქოლია ან უბრალოდ გულითადი საუბრების გამართვის მანია წამოუვლის, მერწმუნეთ თქვენზე უკეთეს პარტნიორს თევზები ვერსად იპოვნის. ცხოვრებაში ხომ სექსზე უფრო მნიშვნელოვანი რამეებიც არსებობს? მაგალითად გაგება, სულიერი სიახლოვე და ა.შ.

ულამაზესი ქალთევზა – ევა მენდესი

Astrologia

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?