გავეცნოთ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ თითოეულ მათგანს კონკრეტულად რა სახის მიდრეკილებები ახასიათებს ამ კუთხით და როგორ დავიჭიროთ თავი, რათა ხელში ჩავიგდოთ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის სასურველი წარმომადგენელი.
თხის რქა
თხის რქა ცხრაკლიტულდადებული ციხე-სიმაგრეა, რომელიც ძააალიან ძნელად იღება. ამიტომ, თუკი თქვენ თქვენდა საუბედუროდ, მაინცდამაინც თხის რქის საძინებელში შეღწევა გაქვთ გადაწყვეტილი, მოგიწევთ თხის რქის უამრავი წვრილმან-მსხვილმანი პრეტენზია დააკმაყოფილოთ. თუკი მანდილოსანი ბრძანდებით, გარეგნულ მონაცემებთან ერთად, დიასახლისობის ნიჭზეც "დაგტესტავენ", აბა შიმშილით ხომ არ უნდა მოკლათ კაცი სექსის შემდეგ? ხოლო თუ მამაკაცი ხართ და ქალი თხის რქის მონადირება ამოიჭერით გულში, საბანკო ანგარიშს და განათლების დამადასტურებელ დიპლომ-სიგელებს გადახედეთ. სანამ მას, თქვენი სიმპათიის ობიექტი თხის რქა გადახედავს და დეტალურად შეისწავლის.
ყველაზე სექსუალური თხის რქა – სიენა მილერი
მოკლედ, სანამ საქმე უშუალოდ სექსამდე მივა, მონდომებით მოგიწევთ საკუთარი ინტელექტის, კულინარიული შესაძლებლობების, სოციალური სტატუსის და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დემონსტრირება. ერთი სიტყვით, საიმისოდ რომ თხის რქის საწოლში შეტყუება შეძლოთ, იდეალური თუ არა იდეალურთან მაქსიმალურად მიახლოებული უნდა იყოთ. თუმცა, ამდენ მონდომებას თქვენი მხრიდან, საიმისოდ რომ თხის რქას თავი მოაწონოთ, ისეთი დაღლილობა შეიძლება მოჰყვეს, რომ როცა საბოლოოდ საძინებელში აღმოჩნდებით მასთან ერთად, გამორიცხული არ არის, დაღლილ-დაქანცულს ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში ჩამოგეძინოთ. ჰოდა, სწორედ აი აქ გელით სიტუაციის კულიმინაცია. მთელი ამდენი ხნის მანძილზე შეკავებული თხის რქული ტემპერამენტი და სექსუალური ენერგია ნიაგარას ჩანჩქერივით დაგატყდებათ თავზე. ჰოდა რის დაძინება, რა დაძინება. ვინ დაგაძინებთ რო?!
ბრედლი კუპერი – რამდენი ქალბატონის ოხვრის საგანი