სექტემბრის თვის ორი "სახიფათო მოსახვევი" ანუ რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული დაბნელებების შესახებ

სექტემბრის თვის ორი "სახიფათო მოსახვევი" ანუ რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული დაბნელებების შესახებ

ცნობილია, რომ წლის მანძილზე არსებობს ე.წ. "დაბნელებების სეზონი" - დრო, როცა მნიშვნელოვანი კოსმიური მოვლენები მზის და მთვარის დაბნელება ხდება ცაზე. დაბნელებები თავისი არსით უფრო ნეგატიური მოვლენაა, ვიდრე პოზიტიური, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ სამყაროში არ არსებობს აბსოლუტურად ცუდი და კარგი არაფერი, დაბნელებებსაც აქვს საკუთარი დადებითი მხარე. კერძოდ ის, რომ ამგვარი მოვლენები გარკვეულ, ძლიერ ენერგეტიკიულ არხს ააქტიურებს, რომლის ხარჯზეც სამყაროში და ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებაშიც გადამწყვეტი მოვლენები ხდება. რაღაც მთავრდება, რაღაც კი სასტარტო კაპიტალით იწყებს სვლას - რაღაც ჭეშმარიტად გრანდიოზული და მნიშვნელოვანი.

2015 წლის სექტემბერი დაბნელებების გარდა, იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ამ პერიოდში რამდენიმე საკვანძო ცვლა ხდება პლანეტარულად ცაზე. სატურნი მშვილდოსნის ზოდიაქოში "გამაგრდება კაპიტალურად", ხოლო მერკური აზროვნებისა და კომუნიკაციის პლანეტა უკანმავალი ე.წ. რეტროგრადული გახდება, რის ხარჯზეც მნიშვნელოვან ცვლილებებს უნდა ველოდოთ პოლიტიკურ-ეკონომიური, იურიდიული და სოციალური კუთხით.

წლევანდელი დაბნელებების სეზონი - კერძოდ, მზის დაბნელება 13 სექტემბერს, ხოლო მთვარის უკვე თვის ბოლოს 28 რიცხვში აქტუალიზაციას გაუწევს მოვალეობის, პასუხისმგებლობების საკითხს. ამ პერიოდში მკაცრად დადგება ზოგადად, წესების დაცვის თემაც, როგორც საზოგადოებაში ისე ბიზნეს-კავშირებსა და პირად, სასიყვარულო ურთიერთობაში.

13 სექტემბერს, მზის დაბნელება ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში ეს გააქტიურებს არსებული რესურსების გონივრულად ხარჯვის საკითხს. თუმცა, მატერიალურ რესურსებთან ერთად, ადამიანებს მოუწევთ ფიზიკური ძალებისა და რესურსების წინდახედულად გამოყენებაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ფინანსური დანაკარგები, ისე ჯანმრთელობის გაუარესების თემაც საკმაოდ აქტუალური იქნება. დაბნელების წინა და მომდევნო დღეებში, აუცილებელია მკაცრად დაიცვათ კვებისა და ძილის გრაფიკი; საიმისოდ, რომ ამ დღეებში თავიდან აიცილოთ ქაოსი და გაუგებრობა, რომელიც ჯანმრთელობის გადაძაბვას მოჰყვება თან. იმდენად რამდენადაც მზის დაბნელება თევზები-ქალწულის ზოდიაქოს გზასაყარზე ხდება, რწმენისა და რეალისტური ხედვის ერთმანეთისგან გამიჯვნაც საკმაოდ რთული იქნება. შესაძლოა, ამ დღეებმა გამძაფრებული ძალით მოიტანოს გარკვეული იდეოლოგიური შტურმისა და კონფლიქტების ალბათობაც. ამიტომ მაქსიმალური თავშეკავება გვმართებს ნებისმიერი ტიპის, მკვეთრი განცხადებებისგან, რაც სხვა ადამიანების რელიგიურ, ეთნიკურ ფასეულობებს მიაყენებს ზიანს.

ხოლო თვის ბოლოს, 28 სექტემბერს მთვარის დაბნელებისას გამომდინარე იქედან, რომ მთვარე ცეცხლოვანი ვერძის ზოდიაქოს ნიშანში ბნელდება, შესამჩნევად მომატებული იქნება აგრესია და კონფლიქტურობის კოეფიციენტი. ეს ის პერიოდია, როცა შესაძლოა "ცუდი" საქციელით უფრო ცნობადი გახდეს ადამიანი, ვიდრე დადებითი ჟესტებით. განსაკუთრებით აქტუალური იქნება დაძაბულობის კოეფიციენტი ოჯახურ წყვილებს შორის, გამომდინარე იქედან, რომ მთვარის დაბნელება სასწორი-ვერძის ღერძე ხდება. რაც თავისთავად ააქტიურებს ქორწინება-პარტნიორობის თემატიკას. შესაბამისად, აუცილებლია ნებისმიერმა წყვილმა თავი შეიკაოს ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებისგან, სამომავლოდ ერთობ სავალალო შედეგების ან უფრო უარესი, ხანგრძლივი კონფლიქტების სერიის თავიდან ასაცილებლად.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?