თავის ხანძრებითურთ როგორც იქნა მოვიტოვეთ უკან. წინ შემოდგომა და ოქროსფერი სექტემბერია. რომელიც ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს, ერთობ პერსპექტიული პროგნოზებით ანებივრებს ამჯერად.
ვერძების დიდი ნაწილისთვის სექტემბერი წლის ყველაზე აქტიური თვე იქნება. მათ მოუწევთ ერთბაშად რამდენიმე ფრონტზე ბრძოლა საიმისოდ, რომ ბალანსი შეინარჩუნონ. დაიღლებით მაგრამ შედეგები ეღირება ამად.
კუროს ნიშნით დაბადებულებს სექტემბერში მძაფრი სასიყვარულო განცდები ელით. მარტოხელა კუროები აუცილებლად წამოიწყებენ ახალ რომანს. თვის შუაგულში არ არის სასურველი კრედიტის აღება.
ტყუპის დიდ ნაწილს სექტემბერი წვრილმან-მსხვილმან ხლაფორთებსა და ნერვიულობებს მოუტანს. ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ მათ არ სურთ პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე. სამაგიეროდ, ეს თვე პირად ცხოვრებაში გაგახარებთ სიახლეებით. რაც ყველაფრის კომპენსაცია იქნება.
კირჩხიბები სექტემბერში დიდ "ევრორემონტს" ჩაატარებენ როგორც საკუთარ გარემოცვაში, ისე საკუთარ ცხოვრებაში. ეს საუკეთესო დროა საიმისოდ, რომ ახალი ფურცლიდან დაიწყოთ ყველაფერი.
ლომების დიდი ნაწილი სექტემბერში კოსმოსის ფავორიტი იქნება. გიმართლებთ როგორც პირად, ისე პროფესიულ ასპარეზე. შესანიშნავი დროა გარშემო მყოფებთან ურთიერთობების დასალაგებლად.
ქალწულებს სექტემბერში შანსი ეძლევათ ახალი სამსახურის დასაწყებად ან ძველ სამუშაო ადგილზე წინსვლისთვის. ასტროლოგები გირჩევენ იყოთ უფრო პრინციპული და აქტიურად მოითხოვოთ კუთვნილი აღიარება.
სასწორები სექტემბრის თვეში გარკვეულ გამოცდას გაივლიან, როგორც პირად, ისე სამსახურებრივ სფეროში. რაც მათ ნერვებს გამძლეობაზე გამოცდის. ასტროლოგები გირჩევენ სიტუაცია ჯანსაღად შეაფასოთ და ყოველგვარი პანიკის გარეშე მიუშვათ ყველაფერი თვითდინებაზე.
მორიელებს სექტემბერში ეჭვიანობის მძაფრი განცდები უტევთ. არ არის გამორიცხული საამისოდ მიზეზიც მოგცეთ მეორე ნახევარმა. თუმცა, ჩვენ გირჩევთ თვითგანვითარებით დაკავებას. ასე გაცილებით მარტივი იქნება სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა.
მშვილდოსანთა დიდ ნაწილს სექტემბერი თავს დაამახსოვრებს როგორც ახალი აღმოჩენების პერიოდია. არ არის გამორიცხული ზუსტად ამ თვეში თქვენი ცხოვრების დიდ საიდუმლოებებს აეხადოს ფარდა. ასე რომ მზად იყავით მოულოდნელობებისთვის.
თხის რქები სექტემბერში მთლიანად იქნებიან გადართული ფულსა და კარიერაზე. რამაც შესაძლოა გააფუჭოს ურთიერთობები საყვარელ ადამიანთან. ასტროლოგები გირჩევენ, ხანდახან მაინც მოუწყოთ თავს განტვირთვის რომანტიკული საღამოები.
მერწყულების დიდ ნაწილს სექტემბერში აუარება საქმე ელის. რაც იმას ნიშნავს, რომ სექტემბერი მათთვის საკმაოდ დაძაბული და გადატვირთლი იქნება. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.
თევზების ნიშნით დაბადებულებს სექტემბერი ახალ იდეებსა და საინტერესო პროექტების ფეიერვერკს ჰპირდება. ნუ დაღონდებით, თუკი თქვენი ოცნებები მყისიერად არ დაიწყებს განხორციელებას. ამ პერიოდში წამოწყებული საქმე, სამომავლოდ აუცილებლად გამოიღებს ნაყოფს.