აბა, მონახეთ თქვენი ნიშანი და ნახეთ რა გელით. ჩვენ კი წარმატებებას გისურვებთ.
თუ უკვე შეყვარებული სასწორი ხართ, განგება საყვარელ ადამიანთან დაქორწინების შანსს მოგცემთ. მარტოხელებს კი საინტერესო ნაცნობობა ელით უჩვეულო ადგილას (მთის მწვერვალი, გაჭედილი ლიფტი) დაქორწინებულ სასწორებს მატება ელით. ეს შეიძლება მაინცდამაინც მემკვიდრე კი არ იყოს, არამედ, შინაური ცხოველი ან თუნდაც ცოტა ხნით სიდედრი (დედამთილი) ჩაგისახლდეთ.
თვის დასაწყისში დაგირეგულირდებათ ურთიერთობა პარტნიორთან. შეეცადეთ, ყველა მისი მოთხოვნა თუ სურვილი დააკმაყოფილოთ. შუა თვეში საოჯახო საქმეები ჩაგითრევთ. თვის ბოლოს კი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, რაც თქვენს ცხოვრებას სრულიად შეცვლის.
ყოფილ პარტნიორთან ურთიერთობის აღდგენა მორიელს ძვირად დაუჯდება. მეგობრებში თქვენი საქციელი დიდი განხილვის საგნად იქცევა. ბიზნესპარტნიორებმა კი შეიძლება კონტრაქტი გაგიუქმონ ან სხვა უსიამოვნებებს გადაეყაროთ. თვის მეორე და მესამე დეკადაში მოულოდნელი ნაცნობობა გელით, რომელიც ლამაზი რომანით დაგვირგვინდება. დაქორწინებულ მორიელებს მნიშვნელოვანი ცვლილებები ელით, რაც უფრო დაახლოებთ მეორე ნახევრებთან.
თვის დასაწყისში რომანი მხოლოდ იმ ადამიანთან წამოიწყეთ, ვინც სულიერადაც (და არამარტო ფიზიკურად) გესიმპათიურებათ. თვის დასაწყისში პარტნიორთან მეტად დაახლოვდებით და მის მხარდაჭერასაც იგრძნობთ. თვის ბოლოს პირად ცხოვრებაში ისეთ ბედნიერებას მიაღწევთ, რომელზეც აქამდე მხოლოდ ოცნებობდით.
მშვილდოსანებმა ან ძველი ურთიერთობა უნდა აღადგინოთ, ან ახლანდელი გააუმჯობესოთ. სამწუხაროდ, პარტნიორისგან შეიძლება სათანადო დაფასება ვერ მიიღოთ. თუმცა, გული არ გაიტეხოთ. ამ თვეში ადამიანს შეხვდებით, რომელიც იღბალმა გამოგიგზავნათ.
თვის დასაწყისში რაც უფრო ნაკლებ მზრუნველობას გამოიჩენთ პარტნიორის მიმართ, მით მეტ მზრუნველობას გამოიჩენს იგი თქვენ მიმართ. შუა თვეში სექსუალური თავგადასავალები ელით როგორც დაქორწინებულ, ასევე დასაქორწინებელ მშვილდოსნებს. თვის ბოლოს თქვენს პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი.
თხის რქებისთვის სექტემბერი ნერვიულობის გარეშე არ ჩაივლის. გამორიცხული არაა, საბოლოოდ გაწყვიტოთ ურთიერთობა იმ ადამიანთან, ვინც თქვენთვის ძვირფასია. თუ სირთულეებს არ შეუშინდებით და სიტუაციიდან სწორ გამოსავალს იპოვით, საყვარელ ადამიანსაც შეინარჩუნებთ. გარდა ამისა, თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა თქვენს მატერიალურ გულუხვობასა და ყურადღებაზე იქნება დამოკიდებული. ნუ გააკეთებთ ეკონომიას იმ ადამიანზე, ვისთან ერთადაც "ხანგრძლივად და ბედნიერად" აპირებთ ცხოვრებას.
თვის დასაწყისში არჩევანის წინაშე აღმოჩნდებით, – ან უნდა დაიწყოთ ახალი ურთიერთობა, ან გააუმჯობესოთ ძველი. შუა თვეში მოსალოდნელია სამსახურებრივი რომანი. თუმცა, მას უფრო ძველი ურთიერთობის დასავიწყებლად წამოიწყებთ. თვის ბოლოს საინტერესო ნაცნობობა გელით.
სექტემბერში მერწყულებს სტაბილურობა ელით. მარტოხელები მეორე ნახევრებს შეხვდებიან. გამორიცხული არაა, თქვენს კლიენტთან გააბათ რომანი, რომელიც ქორწინებაში გადაიზრდება. დაოჯახებულები დაივიწყებენ ძველ წყენას და მეუღლეს სასიამოვნო მოულოდნელობებით გაახარებენ.
თვის დასაწყისში დასაქორწინებელი და მეოჯახე მერწყულების ცხოვრებაში დიდ როლს ითამაშებს სამსახური. იგი რაღაცნაირად დაგაკავშირებთ რეალურ და პოტენციურ პარტნიორებთან. შუა თვეში პირადი გრძნობებისგან უნდა დაისვენოთ, სამაგიეროდ, თვის ბოლოს შვებულებას საყვარელ ადამანთან ერთად ბედნიერად გაატარებთ.
თევზებს გრძნობებსა და პირად ცხოვრებაში გაუჭირდებათ გარკვევა. მარტოხელებმა არ იჩქაროთ სტატუსის შეცვლა, სანამ არ დარწმუნდებით პარტნიორის გრძნობებში. მოსალოდნელია სამსახურებრივი რომანი, ხანმოკლე სექსულური თავგადასავლები. განწყობაც ცვალებადი გექნებათ. ზოგჯერ ამაღლებული, ზოგჯერ უსაშველოდ მოწყენილი.
დაქორწინებულებს ელით მცირე კონფლიქტები მეუღლეებთან. უმჯობესია, არ გაიბუტოთ და გამოთქვათ წყენის მიზეზი. ამით მრავალ უსიამოვნებას აიცილებთ.
თვის დასაწყისში დასაოჯახებლები მთელ ცხოვრებას საკუთარ სურვილებსა და გრძნობებს დაუქვემდებარებენ. შუა თვეში ორივე სტატუსის მქონე თევზები ფლირტს დასჯერდებიან. თვის ბოლოს კი გაერკვევით საკუთარ გრძნობებში და პირად ცხოვრების დალაგებას შეუდგებით.