შავი ყოველთვის ელეგანტურია: ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც ყველგან შავებს იცვამენ

შავი ყოველთვის ელეგანტურია: ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც ყველგან შავებს იცვამენ

მორიელი

მორიელის მმართველი პლანეტა პლუტონია - ქვესკნელისა და მკვდართა სამეფოს გამგებლის, ჰადესის ასტროლოგიური სინონიმი - ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მისი რჩეული ფერი სწორედ შავია. ის აძლიერებს მორიელს, ხდის შეუვალს, შეუჩერებელსა და საზოგადოებისთვის საინტერესოს.

Astrologia

მშვილდოსანი

ფილოსოფიისადმი მიდრეკილებით გამორჩეული მშვილდოსანი, რომელიც ყოველთვის რაღაცას ეძებს და უღრმავდება, შავ ფერს ირჩევს, როცა
საკითხი ჩაცმულობაზე მიდგება. მათ სჭირდებათ შავი,  სტაბილურობის ნაწილი მაინც რომ შეინარჩუნონ,  მაშინ  როცა  სრული  თავაწყვეტითა  და  სიგიჟით შეიჭრებიან თავგადასავლებში.

Astrologia

თხის რქა

თხის რქისთვის მნიშვნელოვანია კარგად გამოიყურებოდეს, რადგან სწორედ ჩაცმულობა განსაზღვრავს ხოლმე ადამიანების ჩვენდამი დამოკიდებულებას. რაოდენ სულელურადაც არ უნდა ჟღერდეს, ისინი გვაკრიტიკებენ, თუ  ფერებს  ვერ  შევახამებთ  ან  ცნობილი  დიზაინერის ბოლო კოლექციიდან რაიმეს -  მოსაცმელს,  აქსესუარს,  შარვალს,  ყელსახვევს -  არ  ვატარებთ.  რადგან  თხის  რქებს  დიდი დრო არ აქვთ ჩაცმულობაზე საფიქრელად - მუდამ საქმეზე მიეჩქარებათ - უბრალოდ შავს ირჩევენ და პრობლემაც გადაწყვეტილია.

Astrologia

მერწყული

მერწყული აცნობიერებს, რომ ისედაც ძალიან განსხვავებულია, რითაც ადამიანებს აღიზიანებს და  სულაც  არ  უნდა ადამიანების  ყურადღება ჭრელაჭრულა სამოსითაც მიიქციოს. ძალიან ხშირად იცვამს შავ ტანსაცმელს, რადგან მოსავლელადაც უფრო მარტივია, არ სჭირდება ყოველ  ჩაცმაზე გარეცხვა. ამ ნიშნით დაბადებულებს ხომ სახლის საქმე: რეცხვა, დაუთოება და ა.შ. ძალიან თრგუნავთ და ჭირივით ეზიზღებათ.

Astrologia

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?