სუსტი სქესის წარმომადგენლებისთვის, ნებისმიერი ქალი ანდომებს დიდ ფიქრსა და ძიებას თემას – რა ჩაიცვას ახალი წლის ღამეს. ჩვენს წინა სტატიებში ზოგადად მიმოვიხილეთ საახალწლო გარდერობისა და მაკიაჟის ტენდენციები, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ მკითხველები ძალიან ხშირად მოგვმართავენ კითხვით – მაინც როგორ სამოსს მიანიჭონ უპირატესობა საახალწლო ღამეს, საჭიროდ ჩავთვალეთ სასარგებლო რჩევები უკვე მრავალფეროვანი ფოტო-მასალითაც გავამდიდროთ.
მაშ ასე, დამდეგი წელი ლურჯი/მწვანე ცხვრის/თხის წელიწადია. ამიტომ სამოსში აქტუალური ფერებია მწვანე, ლურჯი, სალათისფერი, მტრედისფერი, თეთრი, კრემისფერი, ბაცი ყვითელი, ფირუზისფერი, ულტრამარინი-ლურჯი, ელექტრიკი ყვითელი, მაცი ვარდისფერი.
არ არის სასურველი შევიმოსოთ წითელი, შავი ან ყავისფერი სამოსით.
ფაქტურა – ტვიდი, ქაშმირი, ტრიკოტაჟი, ნაქსოვი, ბეწვი (სასურველია ხელოვნური).
არ არის სასურველი შიფონი, ატლასი, ხავერდი.
2015 წელი ინური (ქალური) ენერგეტიკის მატარებელი წელიწადია. მოდაშია ბუნებრივობა. ამიტომ აქსესუარებში, მაკიაჟში და ვარცხნილობაში უპირატესობა მიანიჭეთ ბუნებრივ მასალებს, სადა სილუეტს და არამკვეთრ ტონებს .
აქსესუარად ხის, თიხის ან ბუნებრივი ქვებით გაწყობილი სამკაულები გამოიყენეთ.
მაკიაჟში აქცენტი პასტელურ ფერებზე გააკეთეთ.
ვარცხნილობა ბუნებრივი აჯობებს, ნაკლებად დაგჭირდებათ ძვირად ღირებული სალონების მომსახურება.
რაც შეეხება სამოსს, მეტი ინსპირაციისთვის გთავაზობთ ვრცელ ფოტოგალერეას.