შიშები და ფობიები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

შიშები და ფობიები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

კვლევები ცხადყოფს, ადამიანებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ახასიათებთ ნევროზებისა და ფობიებისკენ მიდრეკილება. მოდით, თვალი გადავავლოთ სტატისტიკას:

ვერძს ფიზიკური ტკივილის ატანა არ შეუძლია დიდხანს, მას კბილის ექიმებისა და ზოგადად ექიმების ეშინია.

კუროებს ღია სივრცის შიში აქვთ. მათ უმრავლესობას ასევე ეშინია ქაოსისა და დაუგეგმავი ცვლილებების.

ტყუპს

ნევროზულ მდგომარეობაში აგდებს ინფორმაციულ ვაკუუმში ყოფნა. იმ შემთხვევაში თუ იგი მარტო დარჩა, შესაძლოა, საკუთარ თავთანაც კი გააბას ბაასი.

კირჩხიბს ოჯახის წევრებთან დაკავშირებული ფობიები აწუხებს. გამუდმებით ეშინია მათი ჯანმრთელობის გამო.

ლომს წაგების შიში აქვს. მისი თავმოყვარეობა ასევე ძალიან ილახება თუკი დაქვემდებარებულის როლში უწევს ყოფნა.

ქალწულს მუდმივი შიში აქვს იმის, რომ არაჰიგიენურად და უსუფთაოდ გამოიყურებოდეს. სრულ პანიკაში ვარდება, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უმნიშვნელო პრობლემების დროს.

სასწორს გადაწყვეტილების მიღების შიში აქვს. მას ძალიან უჭირს არჩევანის გაკეთება და ნევროზულ მდგომარეობამდე მიჰყავს ამის აუცილებლობას.

მორიელს უარყოფის შიში აქვს. მისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია ძალაუფლების დაკარგვის შიში.

მშვილდოსანს იმის შიში აქვს, რომ საზოგადოებაში არასაჭირო და არაპოპულარულ ტიპად იქნეს მიჩნეული. ძალიან ეშინია ე.წ. "ტვინის ბურღი" ადამიანების.

თხის რქას წარუმატებლობის შიში აქვს. ამიტომ იშვიათად რისკავს ხოლმე. მას ასევე ეშინია იმის, რომ არ გახდეს უფუნქციო ადამიანი სამსახურეობრივი კუთხით.

მერწყულს რუტინისა და მოწყენილობის შიში აქვს. მათ უმრავლესობას ასევე აწუხებთ კლაუსტროფობია.

თევზებს ზოგადად ცხოვრების შიში აქვთ. მათთვის ხშირად, ძალიან რთულია თვალი გაუსწორონ რეალობას. ამიტომ თავშესაფრად ალკოჰოლს ან ილუზიებს მიმართავენ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?