სიზმარი ადამიანის ქვეცნობიერში ჩაშიფრული ფარული ინფორმაციაა, რომელსაც სამყარო აწვდის მას ამ გზით. ეზოთერიკოსები თვლიან, რომ სიზმრების სახით ჩვენი ქვეცნობიერი გველაპარაკება და გვაფრთხილებს მოსალოდნელი მოვლენების შესახებ სიმბოლოების სახით. არსებობს ცხრა ყველაზე გავრცელებული სიზმრის სცენარი, რომელსაც ადამიანები ხშირად ნახულობენ. დღეს მათ ახსნას გთავაზობთ.
სიმაღლიდან ვადრებით - ნერვულ გადაძაბვაზე მიგანიშნებთ. ადამიანს აქვს დაუცველობის გრძნობა. ეშინია ცვლილებების.
დაკარგეთ ხმა - სიზმარი, რომელშიც ვერ ვლაპარაკობთ (არ ამოგვდის ხმა) ძალზე გავრცელებული ფენომენია. გამოუვალი სიტუაციის ალბათობაზე მიგითითებთ. მოგიწევთ საკუთარი ამბიციები დაიოკოთ.
შიშველი ხართ - თუკი საკუთარ თავს სიზმარში აბსოლუტურად დედიშობილას ხედავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში აბსურდული ბრალდებების სამიზნედ შეიძლება იქცეთ. თუმცა, თუკი თქვენ სიზმარში საკუთარი სიშიშვლის სულაც არ გრცხვენიათ, ეს ბრალდებები ვერაფერს დაგაკლებთ.
კბილები გცვივათ - ერთ-ერთი პირქუში სცენარია სიზმრისთვის. თუმცა, ყოველთვის როდი ნიშნავს რაიმე ავბედითს. მისი მეშვეობით ქვეცნობიერი კონკრეტულ ადამიანებთან კომუნიკაციის გართულებაზე მიგანიშნებთ. იქნებ დროა ესა თუ ის ადამიანი საკუთარი ცხოვრებიდან საბოლოოდ გაუშვათ?
ვიღაც მოგდევთ და გარბიხართ - ეგოიზმის დონე გაქვთ მაღალი ხასიათში. ასეთი სიზმარი გაფრთხილებთ, რომ დროა სირაქლემას პოზიციას შეეშვათ და რეალურ ცხოვრებას თვალი თამამად გაუსწოროთ.
დაფრინავთ - სიზმარში ფრენა საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღებას და დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმისკენ მზადყოფნის ნიშანია. თამამად შეგიძლიათ ახალ პროექტებს შეეჭიდოთ.
გარდაიცვალეთ - ამ სიზმრის ბანალური და უძველესი ახსნა ასეთია - დიდხანს იცოცხლებთ. რეალურად კი მისი მეშვეობით სამყარო მინიშნებას გაძლევთ, რომ ცნობიერების ახალ ეტაპზე ასასვლელად ხართ მზად და შეგიძლიათ საკუთარ ცხოვრებაში ახალი ფურცელი გადაშალოთ.