როგორც კვლევებმა აჩვენა, მკითხველების ყველაზე დიდი წილი წყვილების ასტროლოგიური თავსებადობის შესახებ ინფორმაციით ინტერესდება. ამიტომ ამიერიდან თქვენ საშუალება მოგეცემათ საიტზე არსებული სპეციალური თამაშის მეშვეობით გაიგოთ რამდენად თავსებადი ხართ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშანთან და როგორი შეიძლება იყოს თქვენი ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივა.
ასტროთამაში საიტის მარჯვენა კუთხეშია განთავსებული, დააჭირეთ დაწყების ღილაკს და შემდგომ ამისა, აირჩიეთ ჩამონათვალიდან თქვენთვის საინტერესო წყვილი. თუმცა, აქვე მინდა გაგაფრთხილოთ, იმის შესახებაც, რომ მეტ-ნაკლებად ნეგატიური ინფორმაციის მიღების შემთხვევაში ნუ იჩქარებთ დამწუხრებას. თავსებადობის მაგალითები ზოგადი განხილვის თემაა. რეალურად კი ყველაფერი მაინც შეყვარებული ადამიანების ინდივიდუალურ თვისებებზეა დამოკიდებული.