პირად ცხოვრებაში წარმოქმნილი პრობლემების სათავი, ყოველი ჩვენგანისთვის მაინც ინდივიდუალურია. აღმოჩნდა რომ ზოდიაქოს ნიშანიც დიდწილად განაპირობებს იმას, თუ კონკრეტულად რა სახის ნეგატიური თვისება შეიძლება გახდეს სიყვარულში წარუმატებლობის მიზეზი:
ვერძი
ვერძისთვის უხეშობა და უტაქტო საქციელია პირად ცხოვრებაში დამღუპველი. ის ძალიან აგრესიული და ეგოისტია საყვარელი ადამიანის მიმართ, რაც ხშირად უბიძგებს ამ უკანასკნელს თავი მოარიდოს მას.
კურო
კუროს პრობლემა სიზანტე და გადამეტებული სიფრთხილეა პირად ურთიერთობაში. იგი იმდენხანს ფიქრობს იმოქმედოს თუ არა, ან როგორმ რომ საბოლოო ჯამში სიყვარულის ობიექტს შეიძლება ლოდინი მობეზრდეს და კურო სხვა უფრო აქტიურ თაყვანისმცემელზე გაცვალოს.
ტყუპი
ტყუპის პრობლემა ცვალებადობა და მუდმივი სიახლეების სიყვარულია. იგი ხშირად კარგავს მისთვის საყვარელ ადამიანს იმის გამო, რომ ერთბაშად ორმაგ თამაშს ეწევა და პარალელურ რეჟიმში აქვს გამართული ფლირტი სხვა მეტ-ნაკლებად საინტერესო კანდიდატურებთან.
კირჩხიბი
კირჩხიბისთვის პრობლემას პირად ურთიერთობაში ბუტია ხასიათი და ზედმეტი მესაკუთრული თვისებები წარმოადგენს. კიბო მზრუნველი და თბილი პარტნიორია, თუმცა სწორედ ამ თავისი ზრუნვით ხშირად შეუძლია "დაახრჩოს" სიყვარულის ობიექტი. რის გამოც ეს უკანასკნელი თავს ხშირად გაქცევით შველის.
ლომი
ლომის პრობლემა სიყვარულში, გადამეტებული სიამაყე და ეგოიზმია. იგი მაქსიმუმს ითხოვს პარტნიორისგან და სურს, რომ გამუდმებით უმტკიცებდეს ეს უკანასკნელი სიყვარულს. თუმცა საპასუხოდ იგივეს გაცემა ზოგჯერ ავიწყდება და ბატონივით ექცევა სიყვარულის ობიექტს.
ქალწული
ქალწულის პრობლემა ზღვარგადასული მეწვრილმანეობა და ემოციური სიცივეა პირად ურთიერთობაში. მისი მხრიდან გადამეტებული მერკანტილიზმი და სიძუნწე, ხშირად ხდება საყვარელი ადამიანის გულის გაცივების მიზეზი ქალწულის მიმართ.
სასწორი
სასწორის ძირითადი პრობლემა პირად ურთიერთობაში, გადაწყვეტილების მიუღებლობასა და მუდმივ მერყეობაში მდგომარეობს. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები ხშირად უშვებენ ხელიდან პირად ცხოვრებაში ბედნიერების შანსს მარტოოდენ იმ მიზეზის გამო, რომ ვერ ახერხებენ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას.
მორიელი
მორიელის ძირითადი ნაკლი ეჭვიანობა და საყვარელი ადამიანის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებაა. როცა უყვარს მორიელი მზრუნველი, მაგრამ ამასთან ერთად, ტირანული თვისებების მატარებელიც ხდება სიყვარულის ობიექტის მიმართ. შესაბამისად, თავისუფლების მოყვარულ ინდივიდებს მის გვერდით არ დაედგომებათ.
მშვილდოსანი
მშვილდოსნებს ყველაზე ხშირად პირადი ცხოვრება ცვალებადი ხასიათისა და ურთიერთობაში ორმაგი თამაშის სიყვარულის გამო ერევათ. მშვილდოსანი იდეალისტია ამიტომ ერთი პარტნიორით ძნელად კმაყოფილდება და მუდმივად ეჩვენება, რომ ჰორიზონტზე სხვა უფრო იდეალური ვარიანტი გამოჩნდა. შესაბამისად, ხელიდან არ უშვებს ამ შანსს.
თხის რქა
პრობლემა თხის რქისთვის პირად ურთიერთობაში ზედმეტი სიცივე და ნაკლები რომანტიკულობაა. თხის რქას უჭირს გრძნობების აფიშირება და სახალხოდ გამოხატვა, ამიტომ ყველაზე ხშირად ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანებისგან პარტნიორები ემოციური სიცივის ბრალდებით გარბიან.
მერწყული
მერწყულის პრობლემა სასიყვარულო ურთიერთობაში არის მისთვის დამახასიათებელი, გადამეტებული თავისუფლების სიყვარული. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები მაქსიმალურად ცდილობენ თავი აარიდონ ოფიციალურ ურთიერთობას, რაც ხშირად ხდება მათთვის ნამდვილი სიყვარულის დაკარგვის მიზეზი.
თევზები
თევზების ყველაზე დიდი ნაკლი ზედმეტი დრამატიზმი და ემოციურობაა. ამ ადამიანებს თავგანწირვამდე მისული სიყვარულის უნარი აქვთ, თუმცა ხშირად ასეთი მსხვერპლი არც არავის ესაჭიროება მათგან. ამიტომ პარტნიორები სწორედ ამ ფაქტის გამო არიდებენ თავს თევზთან ურთიერთობის გაგრძელებას.