არსებობენ ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც პრობლემებს თვალებში არ უყურებენ და სირაქლემას პოზიციას იკავებენ. სირაქლემა ხომ იცით სამყაროში ყველაზე დიდი ფრინველია, რომელიც ქვიშაში თავს რგავს - და ჰგონია, რომ დაიმალა - როცა საფრთხე უახლოვდება:
ტყუპი
ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს პასუხისმგებლობები აშინებთ, ამიტომ როგორც კი პრობლემა წამოიჭრება, ცდილობენ მოიფიქრონ, როგორ შეიძლება თავი დაიძვრინონ და განერიდონ მას, მოგვარების ნაცვლად. როცა ოჯახის წევრები ან კოლეგები ტყუპს უხსნის, რომ რაღაც რიგზე ვერ არის, მას ძილი ერევა ან ერთ ადგილას გაჩერება არ შეუძლია, რომ მშვიდად მოისმინოს მათი სიტყვები.
მშვილდოსანი
მშვილდოსანს შიში იპყრობს, როგორც კი პრობლემა გაჩნდება, ვაითუ ვერ გაუმკლავდეს მას და ვერ მოახერხოს - მოგვარება?! ამ შემთხვევაში ხომ თვითშეფასება დაუკნინდება. სჯობს საერთოდ არ გაიბრძოლოს, იმით მაინც იმართლებს თავს, რომ საკმარისად არ მოინდომა.
მერწყული
მერწყული ხშირ შემთხვევაში - თუ გამონაკლისებს არ ჩავთვლით - იმდენად არაამქვეყნიურია, თვლის, რომ საყოფაცხოვრებო პრობლემები, გაურკვევლობები და ყოველდღიური წინააღმდეგობები მას არ ეხება. თავი ისე უჭირავს - რიგ შემთხვევებში კი სჯერა კიდეც - თითქოს მწვავი საკითხი მას არ ეხება და თავისით მოგვარდება.
თევზები
საქმე საქმეზე რომ მიდგება, თევზები სისუსტეს ავლენენ, მათ არ შეუძლიათ მედგრად დაუხვდნენ პრობლემებს და შუბლით გაამტვრიონ წინააღმდეგობათა კედელი. ამ ნიშნით დაბადებულებს სწრაფად დანებებაც სჩვევიათ. იმის შემდეგ, რაც თევზებს მცდელობა ჩაუფლავდებათ, ისინი ახალ "რეჟიმს რთავენ“, აღარ აღიარებენ პრობლემის არებობას, თითქოს ამ ხერხით მათ გააქრობენ.