კონკრეტული, ინდივიდუალური სცენარით ვითარდება. თუმცა, ასტროლოგიურად არსებობს ურთიერთობის რამდენიმე ტიპი, რომელიც თავის თავში პარტნიორებს შორის სხვადასხვაგვარ დამოკიდებულებას და ემოციურ-მენტალური კომუნიკაციის ფორმას მოიაზრებს. მოდით, გავეცნოთ მათ და დღეს იმ წყვილებზე ვისაუბროთ, ვის შორისაც უდიდეს სექსუალური მიზიდულობასთან ერთად გასაოცარი კონფლიქტების გაღვივების ალბათობაც მოიაზრება.
ვერძი - კირჩხიბი
კურო - ლომი
ტყუპი - ქალწული
კირჩხიბი - სასწორი
ლომი - მორიელი
ქალწული - მშვილდოსანი
სასწორი - თხის რქა
მორიელი - მერწყული
მშვილდოსანი - თევზები
თხის რქა - ვერძი
მერწყული - კურო
თევზები - ტყუპი
ჩვენგან მეოთხე ნიშანთან, შეგვიძლია გვქონდეს ძალზე დაძაბული (კვადრატურის მქონე ნიშნებია) და საკმაოდ "სარფიანი" ურთიერთობაც. ეს ის ხალხია, ვისაც ჩვენთვის ფინანსური უზრუნველყოფის, მატერიალური წინსვლის გარანტიების მოცემა შეუძლია. მათ ასევე აქვთ უნარი, გაამყარონ ჩვენი უკვე არსებული მიღწევები. ამ ხალხის რჩევა ფინანსური კუთხით, ყოველთვის სწორი და გამოსადეგია, მთავარია, მოვუსმინოთ მათ.
როცა საქმე ოჯახურ ურთიერთობას ეხება, სასურველია, მეოთხე ნიშნის მფლობელი იყოს ქალი, პირველის კი მამაკაცი (მაგ. ვერძი მამაკაცი – კირჩხიბი ქალი). ასეთ შემთხვევაში კავშირი მყარი და ერთობ პერსპექტიული იქნება. ქმარი, როგორც წესი, უნდა მას ეს თუ არა, ყოველთვის აასრულებს ცოლის სურვილებს, იმიტომ რომ ქვეცნობიერის დონეზე მეოთხე ნიშანს აქვს ძალა, გვმართოს და გვაიძულოს მისი სურვილები, ჩვენთვის სასურველ მიზნებადაც ვაქციოთ.
გაცილებით რთულადაა საქმე, როცა მეოთხე ნიშნის მფლობელი მამაკაცია, პირველის კი ქალი (მაგ. ქალი თევზები – მამაკაცი ტყუპი). ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ცოლის მონა-მორჩილ ქმართან, რომელიც მის ნებისმიერ კაპრიზს მოთმინებით ხვდება. განსაკუთრებით ძლიერია სექსუალური მიზიდულობა ამ ტიპის კავშირებში, რაც არის კიდეც მიზეზი იმისა, რომ მიუხედავად ბევრი სირთულისა, ასეთი წყვილები ხანგრძლივად ინარჩუნებენ ოჯახს.