სლავური ჰოროსკოპი - დაჟდბოგი (ვიშენი) 23 ივლისი / 23 აგვისტო

სლავური ჰოროსკოპი - დაჟდბოგი (ვიშენი) 23 ივლისი / 23 აგვისტო

ექვემდებარებოდა. ამიტომ ისინი თვლიდნენ, რომ ადამიანის ხასიათში ამა თუ იმ ღვთაების გავლენას განიცდიდა დაბადების თარიღის მიხედვით. დღეიდან გთავაზობთ სტატიების ციკლს, რომელიც საინატერესო დახასიათებებს შეიცავს ამა თუ იმ პერიოდში დაბადებულთა ხასიათის აღწერის თვალსაზრისით.

დაჟდბოგი (ვიშენი)

23 ივლისი-23 აგვისტო

ამ პერიოდში დაბადებული ადამიანები, მიზანსწრაფულობითა და სიჯიუტით გამოირჩევიან. ისინი ვერ იტანენ წინააღმდეგობებს და იშვიათად ეპიებიან მათ. მშრომელებს და პრინციულებს, ყოველთვის ზუსტად აქვთ გააზრებული რა სურთ და როგორ მიაღწიონ მიზანს. ამ ადამიანებს ბედი ხშირად ანებივრებს კარგი შესაძლებლობებით, თუმცა რეალურად წარმატებული მათგან მხოლოდ ის ხალხია, ვისაც საკუთარი მიღწევებისა და სიმდიდრის სხვისთვის გაზიარება და გაყოფა შეუძლია. პრინციპი "რაც მეტს გასცემ, მით მეტს მიიღებ" დაჟდბოგის შვილებზე ყველაზე მეტად მოქმედებს. ამიტომ მათ მოეთხოვებათ იზრუნონ შედარებით უფრო სუსტ და წარუმატებელ ხალხზე, გაუწიონ მფარველობა დაჩაგრულებს და ხელი შეუწყონ უსამართლოდ დასჯილი ადამიანების გამართლებას.

დაჟდბოგების დიდი ნაწილი გულუხვი, დიდსულოვანი და მეგობრული ნატურაა. ისინი მუდამ მზად არიან სხვების დასახმარებლად და ზოგადად, უყვართ პასუხისმგებლობები. ხშირად ეს ადამიანები სამეგობროს სული და გული არიან. შესაბამისად, მისი გამოჩენა ისევე უხარიათ ახლობლებს, როგორც გლეხებს გვალვიანი დღეების შემდეგ წვიმა. დაჟდბოგს მოსწონს, როცა ვინმე მას სრულ ნდობას უცხადებს, ასეთ დროს იგი მზადაა მაქსიმალური მფარველობა გაუწიოს მას. ეს ხალხი ხშირად აღწევს წარმატებას სამხედრო ან პოლიტიკურ სარბიელზე, არანაკლებ მომგებიანია მათთვის ექიმის და ფსიქიატრის პროფესიაც.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?