ამიტომ ისინი თვლიდნენ, რომ ადამიანის ხასიათში ამა თუ იმ ღვთაების გავლენას განიცდიდა დაბადების თარიღის მიხედვით. დღეიდან გთავაზობთ სტატიების ციკლს, რომელიც საინატერესო დახასიათებებს შეიცავს ამა თუ იმ პერიოდში დაბადებულთა ხასიათის აღწერის თვალსაზრისით.
კუპალო 7 ივნისი
6 ივნისის ღამეს, როცა 7 რიცხვი დგება ძველი სლავები განსაკუთრებულ ღამედ მიიჩნევდნენ. ამ პერიოდში ხდებოდა მათი აზრით, დედამიწაზე სინათლესა და სიბნელეს შორის ყოველწლიური ომი.
ამიტომ 7 ივნისს დაბადებულები განსაკუთრებული ადამიანები არიან. მათი უმეტესობა ფილოსოფიური აზროვნების უნარითაა დაჯილდოებული. გააჩნია მდიდარი შინაგანი სამყარო და არსებობა არ შეუძლია სიყვარულის გარეშე. ისინი სენტიმენტალურები, ფლირტის მოყვარულები და მოსიყვარულეები არიან. ინტერესდებიან მისტიკით, ეზოთერიკით. მიუხედავად ამისა, მაინც მყარად დგანან მიწაზე. რაც იმაში გამოიხატება, რომ არიან შესანიშნავი მეოჯახეები და კარგი მშობლები.
გააჩნიათ ბიზნესის ალღო და ხშირად ეწევიან სხვადასხვა ტიპის ფერმერულ საქმიანობას. თუმცა მათი ბედნიერება ქრება, როცა იწყებენ ზედმეტ ზრუნვას ფინანსებსა და მატერიალურ დოვლათზე, ან მათ აიძულებენ ამის გაკეთებას გარშემო მყოფები.
კუპალო ეს არის ადამიანი, რომელმაც საკუთარი, მნიშვნელოვანი კვალი უნდა დატოვოს ქვეყანაზე, ხშირად იგია საკუთარი გვარის საამაყო და ბრძენი წინაპარი, ამიტომაც ეკრძალებათ ამ ადამიანებს ბანალურ ყოველდღიურობაში გათქვეფა.