სლავური ჰოროსკოპი - ლადა 21 აპრილი / 21 მაისი

სლავური ჰოროსკოპი - ლადა 21 აპრილი / 21 მაისი

ექვემდებარებოდა. ამიტომ ისინი თვლიდნენ, რომ ადამიანის ხასიათში ამა თუ იმ ღვთაების გავლენას განიცდიდა დაბადების თარიღის მიხედვით. დღეიდან გთავაზობთ სტატიების ციკლს, რომელიც საინატერესო დახასიათებებს შეიცავს ამა თუ იმ პერიოდში დაბადებულთა ხასიათის აღწერის თვალსაზრისით.

ლადა

21 აპრილი — 21 მაისი

ადამიანები, რომელნიც ლადას მმართველობის პერიოდში ევლინებიან ქვეყანას, ჭეშმარიტი გურმანები და ესთეტები არიან. მათ კარგად ესმით სილამაზე, ყველანაირ კონტექსტში და ეხერხებათ მატერიალური დოვლათის მოპოვება ამ კუთხით. ბუნებით ფაქიზები, მოსიყვარულეები და მზრუნველები არიან. ყოველთვის მზად არიან დაეხმარონ ადამიანებს. თუმცა ერთი შეხედვით ზოგჯერ, სიტყვაძუნწი და ინდეფერენტული ხალხის შთაბეჭდილებას ტოვებენ. ლადა ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრობს. უყვარს სიმწვანე და უპირატესობას ანიჭებს ქალაქგარეთ, მშვიდ გარემოში ცხოვრებას. საკმაოდ პრაქტიკულია, ესმის ფულის ყადრი და ძალზე იშვიათად ნახავთ ღატაკთა სიაში. ამ ადამიანებს მარტოობა თითქმის არასოდეს ემუქრებათ. მარტივად იზიდავენ საპირისპირო სქესს და როგორც პარტნიორები, ყოველთვის მზრუნველები არიან თავადაც. თუმცა, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მათ მონური მორჩილება ახასიათებთ. პირიქით, ლადა საკმაოდ პრინციპულიც შეიძლება იყოს იმ საკითხებში, როცა საქმე მის კომფორტს, შეჩვეული ცხოვრების რიტმს ან საყვარელ საქმიანობას შეეხება. ამ ადამიანებს არ უყვართ მოულოდნელობა და სიურპრიზები. შესაბამისად, ყოველთვის ურჩევნიათ დღევანდელი კვერცხი ხვალინდელ ქათამს.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?