ექვემდებარებოდა. ამიტომ ისინი თვლიდნენ, რომ ადამიანის ხასიათში ამა თუ იმ ღვთაების გავლენას განიცდიდა დაბადების თარიღის მიხედვით. დღეიდან გთავაზობთ სტატიების ციკლს, რომელიც საინატერესო დახასიათებებს შეიცავს ამა თუ იმ პერიოდში დაბადებულთა ხასიათის აღწერის თვალსაზრისით.
ლეტნიცა (ლელია)
22 მაისი — 2 ივნისი
ლეტნიცები გულკეთილი, გულუხვი ხალხია. ისინი ასევე დაჯილდოებულნი არიან კარგი იუმორის გრძნობითა და მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობებით. მათი ფსიქიკა მოქნილი, აზროვნება კი საოცრად სხარტია. ახასიათებთ სწრაფი რეაქციები და არაპროგნოზირებადი საქციელი კონკრეტულ, სტრესულ სიტუაცებში. ამ ადამიანებს გასაოცარი სიცოცხლისუნარიანობა და აქტიური ხასიათი გააჩნიათ. ისინი დინამიკურები და მოძრავები არიან. ამიტომ მათ გვერდით ვერავინ მოიწყენს. ლეტნიცა თავისი ბუნებით მუდამ მზადაა დაეხმაროს სხვებს, განსაკუთრებით მათ, ვინც მასზე სუსტი და უსუსურია. თუმცა, პირად ცხოვრებაში ხშირად ხვდებათ სირთულეები, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ადვილად იციან ვინმეს შეყვარება და შემდგომ გადაყვარება. მათთვის აუცილებელია გრძნობები ხანგრძლივად შეამოწმონ პარტნიორის მიმართ და მხოლოდ ამის შემდეგ იფიქრობ დაოჯახებაზე.