სლავური ჰოროსკოპი - მაია (სევა ) 24 აგვისტო / 8 სექტემბერი

სლავური ჰოროსკოპი - მაია (სევა )  24 აგვისტო / 8 სექტემბერი

ღვთაებების გავლენას ექვემდებარებოდა. ამიტომ ისინი თვლიდნენ, რომ ადამიანის ხასიათში ამა თუ იმ ღვთაების გავლენას განიცდიდა დაბადების თარიღის მიხედვით. დღეიდან გთავაზობთ სტატიების ციკლს, რომელიც საინატერესო დახასიათებებს შეიცავს ამა თუ იმ პერიოდში დაბადებულთა ხასიათის აღწერის თვალსაზრისით.

მაია (სევა)

24 აგვისტო-8 სექტემბერი

ამ ადამიანებს სხვებისგან გასაოცარი მოთმინების უნარი და ნებისყოფის სიძლიერე გამოარჩევს. ისინი გაგებითა და თანაგრძნობით ეკიდებიან სხვების ტკივილსა და გასაჭირს, თუმცა ემოციური გამოხატვის მაგივრად რეალური ქმედებებით ცდილობენ დაეხმარონ სხვებს. მათ უმრავლესობას მორალისა და ეთიკის მაღალი ნორმები გააჩნია. ამიტომ ცხოვრების დიდ ნაწილს ბევრი მათგანი მშვიდ, სტაბილურ გარემოში ატარებს და იშვიათად ერევა ამაო აყალ-მაყალსა და კონფლიქტებში. სტუმართმოყვარეები არიან, აქვთ კარგი იუმორი და ხშირად ახერხებენ მტრულად განწყობილი ხალხი სამეგობროდ გადმოიბირონ. მაიებს ხშირად მიმართავენ რჩევისა და რეკომენდაციისთვის გარშემო მყოფები. ეს ხალხი ყოველთვის ობიექტურად აღიქვამს ცხოვრებას. შესაბამისად, არც საკუთარ თავს, არც სხვას არ ატყუებს ილუზიებითა და ამაო იმედებით. მაიას შვილები სისუფთავისა და წესრიგისადმი განსაკუთრებული მიდრეკილებით გამოირჩევიან. მათ უმრავლესობას უყვარს, როცა ყველაფერს აქვს თავისი ადგილი როგორც სახლში, ისე ზოგადად ცხოვრებაში. მიუხედავად სირბილისა და კეთილგანწყობილებისა, მაია არ არის გულუბრყვილოდ მიმნდობი ადამიანი. იგი საკმაოდ ფრთხილად ეკიდება მეგობრების შერჩევის საკითხს და ახლო წრეში არასოდეს გააჭაჭანებს ისეთ ადამიანს ვისაც ბოლომდე არ ენდობა.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?