ამიტომ ისინი თვლიდნენ, რომ ადამიანის ხასიათში ამა თუ იმ ღვთაების გავლენას განიცდიდა დაბადების თარიღის მიხედვით. დღეიდან გთავაზობთ სტატიების ციკლს, რომელიც საინატერესო დახასიათებებს შეიცავს ამა თუ იმ პერიოდში დაბადებულთა ხასიათის აღწერის თვალსაზრისთ.
მოკოში
12-17 სექტემბერი
ადამიანები, რომელთაც ამ პერიოდში ერგოთ დაბადება ბედად, გასაოცარ კავშირში არიან ბუნებასთან. მათი ცხოვრება კალეიდოსკოპივით ხშირად მრავალფეროვანი და მოულოდნელობებით სავსეა. ეს ადამიანები გასაოცარი პასუხისმგებლობის გრძნობითა და შრომის უნარიანობით არიან გამორჩეული. მათ უმრავლესობას შესწევს ძალა ხანგრძლივი და მომქანცველი სამუშაო პროცესის ასატანად.
ისინი გურმანები არიან, თუმცა გაცილებით უფრო დიდ ყურადღებას უთმობენ თავად კერძის მომზადების პროცესს, ინგრედიენტების ხარისხსა და ჰიგიენური ნორმების დაცვას უშუალოდ საჭმლის მზადებისას. მათ შორის არცთუ იშვიათად ვხვდებით ვეგანებსა და ვეგეტარიანელებს.
მოკოშები ძალიან უფრთხილდებიან დროს, მათთვის დრო ყველაზე დიდი და შეუფასებელი კაპიტალია. ამიტომ ისინი არ სცემენ პატივს მუქთახორა ბოჰემური სტილით მცხოვრებ ინდივიდებს. უფრო მეტიც, ხშირად განიკითხავენ ასეთ ხალხს. სამსახურში მოკოშის შვილები ხშირად შეუცვლელ კადრს და სხვა თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვან დამხმარე ძალას წარმოადგენენ. თუმცა, მიუხედავად დიდი შრომისუნარიანობისა, ეს ადამიანები, არც სრულფასოვან დასვენებაზე ამბობენ უარს. თუმცა, დასვენებაც მათთვის ერთგვარი, გრაფიკით განსაზღვრული საქმიანობაა. ისინი აღიარებენ და აფასებენ იერარქიულ პრინციპებს ცხოვრებაში, მიაჩნიათ რა რომ საზოგადოება სხვადასხვა ფენის ადამიანებზეა დაფუძნებული. პატივს სცემენ კანონს და იცავენ წესებს, რომელიც მიღებულია. მათ ხშირად მიმართავენ რჩევის საკითხავად გაცილებით უფრო ქაოსური და გამოუცდელი ადამიანები.
მოკოში ფაქტობრივად შეუცვლელი ოსტატია, მას ბევრი საქმის კეთება ეხერხება ერთდროულად. ასეთი ადამიანისგან კარგი დიზაინერი, არქიტექტორი ან ექიმი დგება. არანაკლებ წარმატებას აღწევენ ისინი სამრეწველო საქმიანობაში და კერძო ბიზნესში. ბევრი მათგანი კარგად უძღვება ასევე ფერმერულ საქმიანობას.