სლავური ჰოროსკოპი - სემარგლი (სკიპერი) 2 ნოემბერი / 22 ნოემბერი

სლავური ჰოროსკოპი - სემარგლი (სკიპერი)  2 ნოემბერი / 22 ნოემბერი

. ამიტომ ისინი თვლიდნენ, რომ ადამიანის ხასიათში ამა თუ იმ ღვთაების გავლენას განიცდიდა დაბადების თარიღის მიხედვით. დღეიდან გთავაზობთ სტატიების ციკლს, რომელიც საინატერესო დახასიათებებს შეიცავს ამა თუ იმ პერიოდში დაბადებულთა ხასიათის აღწერის თვალსაზრისით.

სემარგლი (სკიპერი)

2 ნოემბერი-22 ნოემბერი

სლავური ლეგენდის მიხედვით, სემარგლი ცეცხლის ალისგან დაიბადა რომელიც დიდი ღმერთის სვაროგის ჩაქუჩის დარტყმისგან წარმოქმნილმა ნაპერწკალმა გააჩინა. მას ხშირად ფრთოსანი ძაღლის სახით გამოსახავდნენ ხოლმე.

ამიტომ ადამიანები ვისაც ამ ღმერთის მმართელობაში უწევთ დაბადება, სულის სიძლიერით, მებრძოლი ხასიათითა და სიფიცხით არიან დაჯილდოებულნი. ეს ადამიანები გამოირჩევიან მძაფრი სამართლიანობის შეგრძნებით და არცთუ იშვიათად იბრძვიან დაჩაგრულთა უფლებების დასაცავად. მათ შორის ბევრ ადვოკატს და იურისტს ვხვდებით.

ზოგადად, ამ პერიოდში დაბადებულებს ძალა შესწევთ ნებისმიერი სირთულის პროფესია აითვისონ და პირნათლად გაართვან თავი დაკისრებულ ვალდებულებებს.

სემარგილები დიდი სიფრთხილით და მონდომებით ირჩევენ ცხოვრების მეგზურს, მათ უმრავლესობას მიდრეკილება აქვს ჰყავდეს ბევრი შვილი და საკუთარი ნაშიერების წარმატება ძალიან ახარებთ.

სემარგილები დაჯილდოებულნი არიან ძლიერი ინტუიციით, ამიტომ მათი სამეგობრო წრე იშვიათადაა დიდი, გამომდინარე იქედან, რომ ეს ადამიანები ყველა მსურველთან არ შედიან ახლო ურთიერთობაში. სამაგიეროდ, მათი მეგობრობა წლებს, დროსა და სირთულეებს უძლებს.

კიდევ ერთი თავისებურება, რომელიც ამ პერიოდში დაბადებულ ხალხს გააჩნია არის ის, რომ ბევრ მათგანს უხილავი კავშირი აქვს გარდაცვლილ ნათესავებთან და ზოგადად, ახასიათებთ ე.წ. "დამცავი ენერგეტიკა", რომელიც წინაპრებისგან მოდის. ხშირად ისინი თაობებისგან მიღებული ცოდნის გამგრძელებლად და დამცველებადაც გვევლინებიან.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?