ექვემდებარებოდა. ამიტომ ისინი თვლიდნენ, რომ ადამიანის ხასიათში ამა თუ იმ ღვთაების გავლენას განიცდიდა დაბადების თარიღის მიხედვით. დღეიდან გთავაზობთ სტატიების ციკლს, რომელიც საინატერესო დახასიათებებს შეიცავს ამა თუ იმ პერიოდში დაბადებულთა ხასიათის აღწერის თვალსაზრისით.
სვაროჟიჩი
18 სექტემბერი-15 ოქტომბერი
ამ პერიოდში დაბადებული ადამიანები განსაკუთრებული რეფორმატორული მისიით მოდიან ამ ქვეყანაზე. ძალიან ბევრი მათგანი სამომავლოდ საკუთარი სფეროს პიონერად გვევლინება ხოლმე. სვაროჟიჩები უნიკალური სახელოვნებო და სამეცნიერო-კვლევითი უნარებით არიან დაჯილდოებულნი, რაც საშუალებას აძლევს მათ ახალ-ახალი აღმოჩენები გააკეთონ ზემოხსენებულ სფეროებში. მათ შორის ასევე გვხვდებიან კარგი პედაგოგები, სულიერი მასწავლებლები და მეცენატები.
ამ ხალხს ძალიან სწამს სიყვარულის და ბევრი ადრეულ ასაკში იღებს დაოჯახების გადაწყვეტილებას. მათთვის ზოგადად რთულია მეორე ნახევრის გარეშე ყოფნა. ამასთან ერთად, სიმართლე უნდა ითქვას - ისინი ძალზე ხშირად პოულობენ მართლაც, რომ ჭეშმარიტ მეორე ნახევრებს ცხოვრების გზაზე. ნუ დაგვავიწყდება, რომ სწორედ სვაროჟიჩის პერიოდი სექტემბერ-ოქტომბრის თვეები მიიჩნევა ქორწინების საუკეთესო სეზონად.
სვაროჟიჩები აქტიური, ქმედითი ხალხია. მათთვის ენერგიის მომცემია ცეცხლი. ამიტომ ხშირად უნდა იქონიონ კავშირი მასთან. ფრინველებიდან კი გედი და მამალია მათთვის ტოტემურად ენერგიის მომცემი და წარმატებული.