რომელსაც თავად ვერ გაუგია, რა უნდა ან უნდა კი საერთოდ რამე? მოდი, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით განვიხილოთ პრობლემატური საკითხი – და მაინც, რა სურთ ქალებს?
ვერძს – პირველ რიგში დამოუკიდებლობა სურს. თუმცა, გული რომანტიკისკენაც ექაჩება. მაგრამ ვერც თავისზე სუსტ მამაკაცს აიტანს გვერდით, ვერც ზედმეტად დიქტატორსა და მომთხოვნს. მისი გულის მოგება თუ გინდათ, დაანახვეთ, რომ მიუხედავად აუტანელი ხასიათისა, მაინც გიყვართ და მისით ამაყობთ.
კუროს – მატერიალურად უზრუნველყოფილი და სტაბილური მამაკაცი სურს. ფეხქვეშ მყარი ნიადაგის შეგრძნების გარეშე იგი არც ერთ მამრს არ გაუხსნის საკუთარი გულისკენ მიმავალ კარს. თუმცა, არც ძვირფასი საჩუქრებისა და რომანტიკული საღამოს წინააღმდეგი იქნება რომელიმე ფეშენებეურ რესტორანში. მთავარია, იქ გემრიელ კერძებს ამზადებდნენ.
ტყუპს
– ინტელექტუალური მამაკაცი სურს, რომელიც კარგი მოსაუბრე იქნება და იგი მასთან არასოდეს მოიწყენს. თუმცა, არც გიჟურ თავგადასავლებზე, ერთად ხეტიალსა და რომანტიულ გამოხტომებზე იტყვის უარს პერიოდულად, საკუთარი გულისწორის მხრიდან.
კირჩხიბს – თითზე ბეჭედი, კალთაში ბავშვი და ევრორემონტიანი სამზარეულო სურს. რაღა თქმა უნდა, ამ ყველაფერთან ერთად, მოსიყვარულე და ფულის მშოვნელი ქმარიც. პერიოდულად თუ დანაზოგის გადანახვის საშუალებასაც მისცემთ ბანკში, სულ მთლად ბედნიერი იქნება.
ლომს – აღტაცებული თაყვანისმცემლების არმია, ძვირფასი საჩუქრები და მის ფერხთით გართხმული სიყვარულისგან გონდაკარგული მამაკაცი სურს. მთავარია, ამ უკანასკნელმა ყურადღება და ძვირფასი საჩუქრები არ მოაკლოს ჯუნგლების დედოფალს.
ქალწულს – მოწესრიგებული, ჰიგიენური, წინდახედული და მატერიალურად უზრუნველყოფილი მამაკაცი სურს, რომელთან ერთადაც სიამოვნებით შეუდგება საერთო ბუდის შენებას.
სასწორს – მოსიყვარულე, თბილი, მზრუნველი და გემოვნებიანი მამაკაცი სურს, რომელმაც იცის ქალის ფასი. სასურველია, იგი მხურვალე კოცნასთან ერთად, სხვადასხვა სახის ტკბილეულითაც ანებივრებდეს მას.
მორიელს – ავტორიტეტული, ცხელსისხლიანი, ძლიერი ხასიათის მამაკაცი მოეწონება, რომლის ერთგულებაშიც დარწმუნებული უნდა იყოს. თანასწორი თამაში – ეს მთავარი მოთხოვნაა ურთიერთობისას ქალი მორიელის მხრიდან.
მშვილდოსანს
– ხეტიალის მოყვარული, მხიარული და ოპტიმისტი მამაკაცი სურს, რომელიც არასოდეს შეზღუდვს მის თავისუფლებას, არ ეცდება ტრადიციული დიასახლისის როლი მოარგოს და მისთვის უფრო მეგობარი იქნება, ვიდრე ქმარი.
თხის რქას – საზოგადოებაში მიღებული, კარგი სოციალური სტატუსის მქონე, პროფესიულად შემდგარი მამაკაცი სურს. თუმცა, იგი ყოველთვის დაიტოვებს უფლებას, თავად შეასრულოს "პირველი ვიოლინოს" როლი ოჯახში.
მერწყულს – კრეატიული, ორიგინალური გემოვნების მქონე და ექსცენტრიკული მამაკაცი მოეწონება. რომელიც მის პიროვნულ თავისუფლებას არ შეეხება და საშუალებას მისცემს ყოველთვის მოიქცეს ისე, როგორც თავად სურს და მოსწონს.
თევზებს – მზრუნველი, ძლიერი მამაკაცი სურს. მთავარია, ამ უკანასკნელმა ცხოვრებისეულ სირთულეებს მის მაგივრად გაართვას თავი. დაამშვიდოს პერიოდული დეპრესიის შემოტევისას და დაარწმუნოს იმაში, რომ ნამდვილი მამაკაცი ქალის ჭეშმარიტი დასაყრდენია ცხოვრებაში.