1. შემოსასვლელი კარიდან მარჯვენა მხარეს - გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება მეუღლესთან. მოსალოდნელია ოჯახის აღდგენა, ვნებისა და სიყვარულის შენარჩუნება.
2. ოთახის უკიდურესი მარცხენა კუთხე - ამ ტერიტორიაზე დადგით ნაძვის ხე თუ მატერიალური კეთილდღეობის მიღწევა გსურთ. გარდა ამისა, ნაძვის ხის ქვეშ რამდენიმე მონეტა მიმოფანტეთ, თავად ხეზე კი ფულის კუპიურები ჩამოკიდეთ.
3. შემოსასვლელი კარის პირდაპირ - აქ უნდა დადგათ ნაძვის ხე, თუ კარიერულ წინსვლასა და ბიზნესის გაფართოებაზე ოცნებობთ.
4. ფანჯარასთან -
საუკეთესო ადგილია, თუ გარშემო მყოფებთან ურთიერთობა გაკლიათ. გაგიუმჯობესდებათ მეგობრული და კოლეგიალური კონტაქტები.
5. ოთახის უკიდურეს მარჯვენა კუთხეში - ჯანმრთელობას მიიზიდავთ. ოჯახის წევრებში აქტიურობა მოიმატებს.
6. ოთახის ცენტრში -
სამწუხაროდ, ყველას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ნაძვის ხე ოთახის შუაგულში დადგას. ეს ზონა განსაკუთრებულ ველს ქმნის. ადამიანს გაუუმჯობესდება სამუშაო პირობები, ურთიერთობები, მატერიალური მდგომარეობა, დამოკიდებულება შვილებთან/მშობლებთან და საყვარელ ადამიანთან.