სუიციდი - გამომწვევი მიზეზები და პრევენცია ასტროლოგიურ ჭრილში

სუიციდი - გამომწვევი მიზეზები  და პრევენცია ასტროლოგიურ ჭრილში

ხშირად ასტროლოგიური ახსნაც მოეძებნება. სწორედ პირადი რუკის დეტალური განხილვა გვაძლევს იმის ვარაუდის საშუალებას, რამდენად სტრესგამძლეა ადამიანი სულიერად, სტრესი კი მოგეხსენებათ პირველი მთავარი ფაქტორია ფსიქოლოგიური პრობლემების გამოსაწვევად. ადამიანები იმის მიხედვით თუ რამდენად მყარია მათი ნერვული სისტემა, ახერხებენ თავსდატეხილი უბედურებებისა და ემოციური შოკის გადატანას. ზოგიერთი მალე ახერხებს რეაბილიტირებას, ზოგის ცნობიერებაში კი გადატანილი ემოციები შეუქცევად პროცესებს იწვევს, რასაც სამწუხაროდ, სუიციდის მცდელობამდე მიჰყავს ინდივიდი. თავისთავად სუიციდი კი ეს არის სტრესის ერთ-ერთი სიმპტომი, ხოლო ამ სიმპტომის შესაძლო მიზეზის დადგენა შესაძლებელია, თუკი ჩვენ ამა თუ იმ ადამიანის პირად კოსმოგრამას და მასში არსებულ ასპექტებს დეტალურად დავამუშავებთ.

ასე მაგალითად პოტენციური თვითმკვლელის რუკაში ყველაზე ხშირად ფიგურირებს 1, 4, 8, 10 და 12 სახლების კავშირი (მეთორმეტე სახლი გასაიდუმლოების სიგნიფიკატორია – სუიციდის მცდელობები კი ყოველთვის სხვათა თვალისგან მოცილებით ხდება). აქტიური პლანეტებია – მთვარე (როგორიც ემოციების მიმღებ-გამტარი), ნეპტუნი (როგორც ქვეცნობიერი შიშებისა და კომპლექსების პროექტორი), ურანი (როგორც მოულოდნელი გადაწყვეტილების მიღების სტიმულატორი – სუიციდის შემთხვევების დიდი ნაწილი სპონტანურად ხდება, წამიერი აფექტის დროს), სატურნი (მარტოობის განცდა, უიმედობა, რაც უბიძგებს კიდეც ადამიანს თვითმკვლელობისკენ).

Astrologia

აქცენტირებული ნიშნები კოსმოგრამაში – მორიელი, თევზები, კირჩხიბი, თხის რქა.

ზოგადად სუიციდისკენ მიდრეკილებას რამდენიმე კონკრეტული ასპექტი განაპირობებს . მათ შორისაა: მზე-ნეპტუნის ან მთვარე ნეპტუნის დაძაბული ასპექტები (კვადრატურა/ოპოზიცია). ასეთ ადამიანებს მაღალი ემოციური მგრძნობელობა და ზედმეტად ფაქიზი აღქმა გააჩნიათ. თუ ზემოთ ხსენებულ კომბინაციებს მეთორმეტე ან მერვე სახლების აქტიურობაც უმაგრებს ზურგს, ეს ნიშნავს იმას, რომ ინდივიდს ხშირად ექმნება ცხოვრებაში სიტუაციები, როცა მას უბრალოდ აღარ სურს ცხოვრების გაგრძელება.

თუმცა, ასტროლოგია ვარაუდის მეცნიერება გახლავთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ რამდენად არის პიროვნების დაბადების რუკის მიხედვით მასში სუიციდისკენ მიდრეკილების პოტენციალი, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი მაინც ადამიანის ურყევ ნებაზეა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ რუკაში არსებული "შავი ხვრელების" ამოვსებაზე და ვცდილობთ საკუთარი მავნე ჩვევები ვაკონტროლოთ, ყველანაირი სახის საფრთხის განეიტრალებაა შესაძლებელი.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?