სუიციდისა და დეპრესიისკენ მიდრეკლი ზოდიაქოს ნიშნები - TOP სამეული

სუიციდისა და დეპრესიისკენ მიდრეკლი ზოდიაქოს ნიშნები - TOP სამეული

რომ ჩვენს გარშემო არცთუ იშვიათად ფიქსირდება სუიციდის ან მწვავე დეპრესიის შემთხვევები სასურველია ვიცოდეთ, კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს ნიშნებს გააჩნიათ ყველაზე დიდი მიდრეკილება ამისკენ... ეს ინფორმაცია კი შესაბამისად მათ დასახმარებლად გამოგვადგება... როგორც ამბობენ - "სიტყვებს დიდი ძალა აქვთ".

ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს რამდენიმე ნიშანში განსაკუთრებულადაა გამოვლენილი მიდრეკილება დეპრესიულობისა და სუიციდური შემთხვევებისკენ.

სუიციდის შემთხვევებში როგორც აღმოჩნდა ხშირად ლიდერობენ ლომები 98% - როგორც გაირკვა, თვითმკვლელობისკენ ბევრ ლომს ხშირად საკუთარი "ეგოს" მძაფრი შეგრძნება უბიძგებს. ლომის მმართველი პლანეტა მზე გახლავთ. შესაბამისად, ნებისმიერ ლომში მძლავრადაა ლიდერობის, დომინანტობის სურვილი და მოთხოვნილება. ამიტომ თუ ისე ხდება, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ინდივიდს არ ეძლევა საშუალება საკუთარი ამბიციები დაიკმაყოფილოს და ცხოვრებაში წამყვან პოზიციას მიაღწიოს, ხშირად ასრულებს სიცოცხლეს თვითმკვლელობით - ასე იგი ფაქტობრივად გამოხატავს საკუთარ თავს "სიკვდილით".

დეპრესიისკენ ყველაზე მეტად მიდრეკილთა შორის ლიდერობენ თხის რქები 92% - მართალია, თხის რქა საკმაოდ ძლიერი ნებისყოფის და ამტან ნიშნათ ითვლება, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ ნიშანს მართავს პლანეტა სატურნი - აკრძალვებისა და შეზღუდვების პლანეტა, რის გამოც ბევრი თხის რქა აშკარად განიცდის ხასიათში ოპტიმიზმის დონის ნაკლებობას, რის ხარჯზეც მას ძალზე ხშირად უჭირს წარუმატებლობებთან შეგუება და ყოველი მარცხის შემდეგ სურვილი ეკარგება გააგრძელოს ბრძოლა უკეთესი მომავლისთვის. ამიტომ არცთუ იშვიათია ფაქტი, როცა თხის რქას ხანგრძლივი დეპრესია სტანჯავს და საკმაოდ უძნელდება ამ მდგომარეობიდან გამოსვლის და რეაბილიტაციის პერიოდიც.

დაბოლოს, დეპრესიისა და სუიციდისკენ ერთნაირი დოზითაა მიდრეკილია ქალწული 90% - როგორც ასტროლოგებს მიაჩნიათ, ზოდიაქოს ამ ნიშანს სამყაროს განსაკუთრებული აღქმა გააჩნია, იგი ზედმეტად უღრმავდება ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებს. ამასთან ერთად, ქალწულს კონკრეტულად ერთ მდგომარეობაში სტაგნაციის მავნე ჩვევაც ახასიათებს და ხშირად ვერაფერს უხერხებს ადამიანებთან ემოციურ მიჯაჭვულობას. იმ შემთხვევაშიც კი, როცა გონებით აცნობიერებს, რომ ეს ყველაფერი მისთვის დამღუპველია. ცხოვრების ზედმეტად რეალისტური ხედვის გამო, იგი ძნელად ახერხებს დაძლიოს დეპრესია რის ხარჯზეც არაერგზის მიდის გადაწყვეტიელბამდე ჩაიდინოს სუიციდი. აქედან გამომდინარე, ქალწულებს ყველაზე მეტად მოეთხოვებათ იმუშაონ საკუთარ თავაზე და რაც შეიძლება ხშირად ჩააგონონ საკუთარ თავს, რომ ცხოვრება მშვენიერია, თუ ყოველ ჯერზე "უწყინარი ბუზის სპილოდ გადაქცევას" არ შევეცდებით.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?